ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან ვიხილეთ აგრესიული „შულერული“ მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ სააკაშვილის „პოლიტპატიმრობის“ თემა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
610 13 აპრილი 2022, 12:31

სინამდვილეში, ანგარიში, ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და აკეთებს სწორ აქცენტებს ამ სფეროში პროგრესისა და სრულყოფილების გასაუმჯობესებლად - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის პარლამენტში გამართულ ბრიფინგს.

„საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური საკმაოდ ვრცელი ანგარიშის ნაწილის აღქმის ორი ვარიანტი არსებობს: 1) რადიკალურ/ოპოზიციური, სააკაშვილის "კარნახით" და „სააკაშვილისთვის“ დაწერილი და 2) შენს მიმართ კეთილგანწყობილი პარტნიორის მიერ შექმნილი, თუნდაც კრიტიკული, მაგრამ არა „შულერული“ მიდგომით. პირველი აღქმა ეყრდნობა საკუთარი ამომრჩეველზე ტრადიციულად დამახინჯებული და გაუკუღმართებული ეფექტის მოხდენას. მეორე აღქმა - დაეხმარება საქართველოს, თუნდაც ევროკავშირიდან შემოსულ კითხვარზე სამუშაოდ. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან ჩვენ შევიტყვეთ, რომ:

  • ქვეყანაში შემცირდა წინასწარი პატიმრობის და ზოგადად პატიმართა რიცხვის რაოდენობა, სათანადო ადგილი ეთმობა ამნისტიას, პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას;
  • ანგარიში არ მოიცავს საკუთრივ აშშ-ს შეფასებას ამა თუ იმ დარღვევის ფაქტებზე, არამედ შემოიფარგლება ოპოზიციური პარტიებისა ან ომბუდსმენის მხრიდან დარღვევის არსებობის მტკიცებაზე - გასაგებია რა „მიუკერძოებული ობიექტურობის" ფარგლებში;
  • ანგარიშში სააკაშვილთან მიმართებაში, იმაზე მეტი არაფერია ნათქვამი, რომ მას „პოლიტიკურ პატიმრად“ მიიჩნევენ მხოლოდ ოპოზიციური პარტიები (იგივე კონტექსტში არიან მოხსენიებულნი ბატონები მელია და რურუა) - რას ბუნებრივია;
  • ანგარიშში იმ დანაშაულებზეც არის საუბარი, რომლებშიც მხილებულია სააკაშვილი, რომელთაგან ნაწილზე კანონიერ ძალაში შესული განაჩენის საფუძველზე იხდის სასჯელს, ხოლო ნაწილზე სამართალწარმოება მიმდინარეობს - და არც გამოძიებასთან და არც სასამართლოსთან არანაირი კითხვები დასმული არაა;
  • ანგარიშის გამოქვეყნებისთანავე, ცალკეული პარტიული ტელევიზიების მხრიდან ვიხილეთ აგრესიული „შულერული“ მცდელობა, რომ საზოგადოება მოეტყუებინათ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პოზიციად გაესაღებინათ სააკაშვილის „პოლიტიკური პატიმრობის“ თემა.

სინამდვილეში, ანგარიში ასახავს გასულ წელს ქვეყნის პროგრესს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით და აკეთებს სწორ აქცენტებს ამ სფეროში პროგრესისა და სრულყოფილების გასაუმჯობესებლად“, - წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი