ბიზნესმენები ყველანი ადასტურებენ, რომ გარემო გაცილებით უფრო თავისუფალია და არავითარი წნეხი არ არსებობს, რაც, ცხადია, შესანარჩუნებელია-რომან კაკულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1421 10 თებერვალი 2020, 14:19

კომპანია „ფრონტერას“ სხვადასხვა ინტერპრეტაციებმა ინტერესთა კავშირების სხვა მნიშვნელოვანი პროცესები უფრო შეაფერხა, ვიდრე სახელმწიფომ მათი საქმიანობა,- ამის შესახებ პარლამენტის ეკონომიკური და დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ „ფრონტერას“ განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.

რაც შეეხება „ფრონტერას“ განცხადებას იმის თაობაზე, რომ 2013 წლიდან დაიწყო სახელმწიფოს მხრიდან კომპანიის შევიწროება, კაკულიას თქმით, არ იცნობს კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომლიდან გამომდინარეც კომპანიას შეიძლება, აღნიშნულის თქმის საფუძველი ჰქონდეს.

„რაც არის სასამართლოების პრეროგატივა, მე ამაში ვერ ჩავერევი. უფრო მეტიც, მემგონი მათმა სხვადასხვა ინტერპრეტაციებმა ინტერესთა კავშირების სხვა უფრო მნიშვნელოვანი პროცესები უფრო შეაფერხა, ვიდრე სახელმწიფომ მათი საქმიანობა“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

„ფრონტერას“ განცხადების იმ ნაწილზე კი, სადაც კომპანია იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში ნავთობისა და გაზის საბადოების ათვისების მრავალმილიარდიანი პროექტის განხორციელებას გააგრძელებენ, კაკულია ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს თავადაც იმედით უყურებს.

„მეც ვიმედოვნებ, რავიცი, ყველანი იმედით ვუყურებთ. რაც შეეხება თანამშრომლების გათავისუფლებას, ცხადია, კერძო კომპანიას აქვს თავისი ექსკლუზიური ვალდებულება, მაგრამ გონივრულობა, რა თქმა უნდა, დაკარგული არ უნდა იყოს, ზოგადდ დამოკიდებულება როგორ არის ამ პროცესის მიმართ, ესეც არანაკლებ  მნიშვნელოვანია მათთვის, თუ, რა თქმა უნდა, ამ ქვეყანაში  მომავალში აპირებენ ინვესტიციების გაგრძელებას და თანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში.

შანსი ყოველთვის დამოკიდებულია საქმიანობის კონკურენტუნარიანობაზე, რასაც ისინი აკეთებენ და მხარდაჭერა მათ ყოველთვის ჰქონდათ, შესაძლებელია, ზედმეტიც კი. ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც რაღაც კერძო, ცალკე საკითხი.ზოგადად, ფონი ასეთია ჩვენს ქვეყანაში – თუ გვინდა, რომ ინვესტიციები განვითარდეს, მთლიანობაში ყოველი კერძო საკითხი უნდა იყოს კერძოდ განხილული, მაგრამ ბიზნესის მხარდაჭერის საერთო ფონი არ უნდა შეიცვალოს. ეს ერთ-ერთი მიღწევა იყო ამ ქვეყანაში, ბიზნესმენები ყველანი ადასტურებენ, რომ გარემო გაცილებით უფრო თავისუფალია და არავითარი წნეხი არ არსებობს, რაც, ცხადია, შესანარჩუნებელია“ ,- აღნიშნა რომან კაკულიამ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
IMF: საერთაშორისო სავალუტო რეზერვების აღდგენას ხელი შეუწყო მომსახურების ექსპორტის ძლიერმა ზრდამ, ოქროს ფასების მატებამ და ეკონომიკის დედოლარიზაციის პროცესმა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი: 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო სავალუტო რეზერვები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რის შედეგადაც მათი მოცულობა რეზერვების ადეკვატურობის აღიარებულ სტანდარტულ ნიშნულებს გაუტოლდა
IMF: ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების დაგროვების გაგრძელებამ კიდევ უფრო გააძლიერა ბაზრის ნდობა, რამაც 2026 წლის დასაწყისში ევრობონდების წარმატებულ რეფინანსირებას შეუწყო ხელი
გალტ & თაგარტის პროგნოზი: საქართველოში უცხოური ინვესტიციები 2026 წელს $1.8 მილიარდამდე გაიზრდება
ეროვნულმა ბანკმა დამატებით 100 მლნ აშშ-ის დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა
არქივი