დავით ქართველიშვილი: ნებისმიერი ადამიანი თუ პოლიტიკური ძალა, ვინც სააკაშვილის ციხიდან გამოყვანას ცდილობს ან ქადაგებს, არის ომის პარტიის წევრი და საქართველოს მისთვის გამანადგურებელ ომში ჩართვა უნდა!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
782 27 აპრილი 2022, 11:47

ნებისმიერი ადამიანი თუ პოლიტიკური ძალა, ვინც სააკაშვილის ციხიდან გამოყვანას ცდილობს ან ქადაგებს, არის ომის პარტიის წევრი და საქართველოს მისთვის გამანადგურებელ ომში ჩართვა უნდა!, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების საკითხს.

,,დღეს უკვე გონებადაბრმავებულსაც რომ ესმის - სააკაშვილის გარედ ყოფნა ნიშნავს ომს! ნებისმიერი ადამიანი თუ პოლიტიკური ძალა, ვინც სააკაშვილის ციხიდან გამოყვანას ცდილობს ან ქადაგებს, არის ომის პარტიის წევრი და საქართველოს მისთვის გამანადგურებელ ომში ჩართვა უნდა! ძირითადი კონტექსტი რომ გაქვს დიდი ხანია გაშიფრული, მაგრამ ყოველდღიურად დეტალები რომ გიმაგრებენ "მტკიცებულებათა ბაზას", ზუსტად ამ ვითარებაში ვიმყოფებით. დიახ - ბრძანებს უკრაინის პრეზიდენტის რუპორი არესტოვიჩი - ომის მეორე ფრონტის გახსნა დღეს იქნებოდა საქართველოს მხრიდან უკრაინისადმი "ძმადნაფიცობისა" და ერთგულების გამოვლინების ტოლფასი. თუმცა, როდის ჩაეყარა საფუძველი ამ "ძმადნაფიცობას" ქვეყანასთან, რომელიც იქცა ქართველ კრიმინალთა და ძებნილთა თავშესაფრად - არესტოვიჩი არ მოგვახსენებს. მაგრამ აქვე დასძენს, რომ ერთადერთი ხელისუფალი, რომელსაც ძალუძს უკრაინას ეს ქართული მსხვერპლშეწირვა ლანგარზე მიართვას, სააკაშვილია. ამიტომაც, სასწრაფოდ უნდა განთავისუფლდეს ციხიდან, ქვეყნის მართვის სადავეები სასწრაფოდ ჩაიგდოს ხელში და მყისიერად გაუხსნას ცეცხლი სამაჩაბლოსა და აფხაზეთში განლაგებულ რუსებსა და სეპარატისტებს, უკრაინის რუსეთთან ომში გამარჯვების მიღწევის საპატიო მიზნით.
არესტოვიჩს ამ ხაზის გატარებაში პერიოდულად ანაცვლებენ დანარჩენი ცნობილი უკრაინელი რუპორები - არახამია და დანილოვი. თუ არესტოვიჩს სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის თემა აბარია, არახამია ხელისუფლების შეცვლის პროცესებს კურირებს, ხოლო დანილოვი საქართველოს საბრძოლო მოქმედებებში ჩართვაზე მონიტორინგშია ჩართული. ეს სამეული იმითაც არის გამორჩეული, რომ თითოეულს საქართველოსთან გარკვეული ბმა აკავშირებს. არახამიას - წარმოშობა, არესტოვიჩს - დაბადება/გაზრდის ადგილი, ხოლო დანილოვს - ქართველი სიდედრი და ნახევრად ქართველი ცოლი.

ამ დღეებში ეს გააქტიურებული აკვიატება, "მკურნალობისა" თუ სხვა გამოგონილი მიზეზით, სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის თაობაზე და ამ "ქართველნარევი" სამეულის განსაკუთრებული გააქტიურებაც, გინდა არ გინდა, ეჭვებს გიჩენს - ხომ არ უჭირავს "სააკაშვილ/ადეიშვილ/ლორთქიფანიძის" დოკუმენტური ფილმების სტუდიას ამ სამეულზეც თავის დროზე გადაღებული, გადაწყვეტილების მისაღებად "მასტიმულირებელი" ვიდეორგოლები, მათზე ან მათ ოჯახის წევრებზე. ფარული ჩანაწერებს დღემდე რომ აზიან კრუხებივით, ამაში ხომ ყოველკვირეულად ვრწმუნდებით მათივე ტელევიზიების მეშვეობით.

ასეა თუ ისე, ამ ეტაპზე ომის პარტია ვერაფრით ვერ ახერხებს მშვიდობის პარტიაზე უპირატესობის მოპოვებას. ასე ხდება ხოლმე, როდესაც ბოროტების მხარეზე მყოფი ძალა აწყდება სიკეთის მხარეზე არსებულ ღვთაებრივ მხარდაჭერას. და კიდევ მაშინ ხდება, როდესაც აშკარა აგრესორის მხრიდან მსხვერპლის როლში ყოფნა, ალოგიკური, გაუგონარი მიზეზის გამო რატომღაც გღლის და მესამე ქვეყანასთან მიმართებაში, უკვე შენ თავად იქცევი პოლიტიკური აგრესიის მატარებელ ძალად და შეტევაზე გადმოდიხარ“, - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი