"საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის“ კვლევაში საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულშია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1363 12 თებერვალი 2020, 16:22
EuCham-ის "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის"  მორიგ კვლევას აქვეყნებს.  
კვლევაში "საუკეთესო ევროპული ქვეყნები ბიზნესისათვის" საქართველო, ევროპის საუკეთესო ოცეულში 70 ქულით მე-18 ადგილზე გავიდა  და აღმოსავლეთ ევროპაში  ზედიზედ მესამე  წელია პირველ ადგილზეა.   

საქართველომ შეფასების შკალაში 70-ქულიანი ზღვარი გადალახა და ე.წ . „ყვითელი“ ზონიდან „მწვანე“ ზონაში გადაინაცვლა. 2020 წლის ანგარიშში ყურადღება საქართველოზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის საქართველო ეტონეთთან და ლიეტუვასთან ერთად პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის გამორჩეულად წარმატებულია. 

EuCham-ის მონაცემებით, პირველ ადგილზე დანიაა, მას მოსდევს შვედეთი და ნორვეგია. ბოლო - 46-ე ადგილს უკრაინა იკავებს. ამასთან, საქართველოს რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს. თურქეთი 35-ე ადგილზეა, სომხეთი - 33-ზე, რუსეთი - 43-ზე, აზერბაიჯანი კი - 41-ზე. 

რეიტინგში საქართველო უსწრებს ევროკავშირის 14 სახელმწიფოს: პორტუგალია, სლოვენია, ლატვია, პოლონეთი, ჩეხეთი, კვიპროსი, იტალია, სლოვაკეთი, ხორვატია, მალტა, უნგრეთი, რუმინეთი, საბერნეთი, ბულგარეთი. 

საინვესტიციო მიმზიდველობით საუკეთესო ქვეყნების გამოსავლენად კვლევაში მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთებისა და საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსებია გამოყენებული.
გასულ წელს  საქართველო 71 ქულით 16-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
2025 წელი პოზიტიური იყო საგარეო ვაჭრობის მიმართულებით - ექსპორტის 11.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა და მისი მოცულობა რეკორდულ მაჩვენებელს გაუტოლდა
საქართველოს ეროვნული ბანკი მწვანე სესხების მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს
ეროვნული ბანკის ცენტრალური პროგნოზის შესაბამისად, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანმა ინფლაციამ ნორმალიზება დაიწყო
ვახტანგ ცინცაძე: ჩვენი მოლოდინია, რომ ინვესტიციების შემოდინების კუთხით მომდევნო ოთხი წელი საკმაოდ აქტიური იქნება ქვეყანაში
საქართველო, წლებია, მდგრადი ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების შეფასებებით
არქივი