სვიმონ ჯანგულაშვილი - ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული, მასზე დარტყმა ქართული საზოგადოების არაფრად ჩაგდება და დაზარალება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
604 18 მაისი 2022, 14:32
ა სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს. ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება - ამის შესახებ მუსიკოსი სვიმონ ჯანგულაშვილი ვრცელ ფეისბუქ-პოსტში წერს. როგორც ჯანგულაშვილი აღნიშნავს, მასაც აქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ შეიძლება უფერხებდეს ბიძინა ივანიშვილს თანხების გადარიცხვას, ნახატების გადატანას, ვერტმფრენის ჩამოყვანას და ზოგადად, დაზარალებასა და განადგურებას. მისივე თქმით, ნაცებს ძალიან უნდათ, რომ ყველაზე ქველმოქმედ და ქვეყნის აღმშენებელ ადამიანს დაარტყან თავიანთი ლობისტების, საქართველოში მოპარული მილიონებით (და მილიარდებით) მოსყიდული უსინდისო ადამიანების მეშვეობით. „რახან პოლიტიკაზე ვსაუბრობ, მინდა ვთქვა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული მიმდინარე მოვლენების შესახებაც. ნაცები ბევრს ქირქილებენ, როგორც მათ სჩვევიათ, უნიჭოდ და ბოროტად და ძალიან უნდათ, რომ ამ ყველაზე ქველმოქმედ და ქვეყნის აღმშენებელ ადამიანს დაარტყან თავიანთი ლობისტების, საქართველოში მოპარული მილიონებით (და მილიარდებით) მოსყიდული უსინდისო ადამიანების მეშვეობით. რა თქმა უნდა, მეც მაქვს კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ შეიძლება უფერხებდეს ბიძინა ივანიშვილს თანხების გადარიცხვას, ნახატების გადატანას, ვერტმფრენის ჩამოყვანას და ზოგადად, დაზარალებასა და განადგურებას. მაგრამ ამ შეკითხვაში პასუხიც თავისთავად ყველამ ვიცით და ამაზე ჩემი მკაფიო აზრი მაქვს ჩამოყალიბებული. სრულიად წარმოუდგენელი მოვლენაა, როდესაც მსოფლიოში ათწლეულების მანძილზე საიმედოობით ცნობილი შვეიცარიული საბანკო სისტემა საკუთარ რეპუტაციას არად დაგიდევს და კლიენტს თანხების გადარიცხვას თვენახევრით უჩერებს. ამის უკან რა შეიძლება იდგეს, დიდი მარჩიელობა არ ჭირდება. ივანიშვილის მსგავსი სიკეთე საქართველოსთვის ძალიან ცოტა ადამიანს აქვს გაკეთებული. და მასზე დარტყმა ქართველი კაცის, ქართული საზოგადოების არაფრად ჩაგდება და დაზარალებაა! იქირქილონ ამაზე ნაცებმა, რომლებსაც ასფალტისა და შუქნიშნების გამო უყვართ თავიანთი შეშლილი ბელადი (ამასაც ივანიშვილის ფულით რომ აკეთებდა)“ - წერს სვიმონ ჯანგულაშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი