მსჯავრდებული ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აგზავნის, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
640 23 მაისი 2022, 23:05
 “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, მსჯავრდებული  ნიკა გვარამია საპატიმროდან წერილს აგზავნის, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

მოგესალმებით ყველას!
დიდი მადლობა მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის!

თავს ვგრძნობ კარგად და მხნედ! დიდი გულისყურით და კმაყოფილებით ვაკვირდები იმას, რომ ბოლო-ბოლო ყველას ჩამოეხსნა თვალებიდან ლიბრი და სრულიად გაქარწყლდა აქამდე არსებული ყველა მცირედი ილუზიაც კი, რომ ქართველებს არ შეგვიძლია ერთი მიზნის ირგვლივ გაერთიანება, რომ ყველაფერი საზოგადოებაში არსებული პოლარიზაციის ბრალია, რაშიც, თითქოს ყველანი თანაბრად ვართ ჩართული და ყველანი დამნაშავე ვართ.
არა და არა, მეგობრებო!

დღეს მოვისმინე გერმანელი პროფესორის ჰანს გუთბროდის უნაკლო ანალიზი და მოწოდება, რომ საქართველოსთან მიმართებით უნდა “დავმარხოთ სიტყვა პოლარიზაცია”.
ეს მოწოდება, პირველ რიგში, ჩვენს უცხოელ მეგობრებს მიემართება, რომელნიც ამდენი ხანი შეცდომაში შეყავდა ივანიშვილის მიერ მოგონილი პოლარიზაციის აბსურდს. სინამდვილეში, ეს ივანიშვილის მიერ შექმნილი მართვადი ქაოსია, რომლითაც ქვეყანას რუსეთისკენ მიათრევს, აგერ, უკვე, რამდენი წელია და სამყაროს უქმნის არასწორ განცდას, თითქოს ჩვენ უმწეო და უუნარო ერი ვართ, რომელიც არ იმსახურებს ევროპულ ოჯახში ყოფნას.

ჭეშმარიტად, რასაც ჩვენს ქვეყანაში ვხედავთ, ეს არ არის ჰორიზონტალური პოლარიზაცია, ანუ დაპირისპირება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, მემარჯვენეებსა და მემარცხენეებს შორის და ა.შ. ეს არის ვერტიკალური პოლარიზაცია, სადაც მაღლა პოლუსზე დამნაშავე ოლიგარქია, თავისი ღრმად კორუმპირებული სისტემით და ჩინოვნიკებით; თავისი ასი ათასობით ბიუჯეტის პარაზიტით, ვინც ხელფასზე ჰყიდის სამშობლოს; თავისი ექსტრემისტული ძალებით, ვინც არბევს, ცემს, ხოცავს, მის მიერ მიტაცებული სახელმწიფოთი. ხოლო ქვედა პოლუსზეა ქართველი პატრიოტები, ანუ ყველა დანარჩენი; რომლის ერთ პოლუსზეა ე.წ. “რუსკი მირი”, ხოლო მეორეზე – ქართველი მედასავლეთეები. ესაა დაპირისპირება მოძალადესა და მსხვერპლს შორის.

ისმის კითხვა: როგორ უნდა მოხდეს შეთანხმება შენსა და შენი განადგურების მსურველს შორის? ან რაზე? როგორ უნდა მოხდეს ევროპული იდეის ირგვლივ გაერთიანება იმ დაჯგუფებასთან, ვისაც ამ იდეის არათუ არ სჯერა, არათუ ამ იდეის წინააღმდეგია, არამედ ღიად და აგრესიულად ეწევა ამ იდეის საბოტირებას, როგორც იანუკოვიჩი 2014 წელს?
ქართული ოცნება არის არსებითად რუსული ძალა და ივანიშვილის modus operandi არის აბსოლუტურად რუსული. მას არ ესმის მოლაპარაკება და შეთანხმების დაცვა; მასზე არ ჭრის დაყვავება და კომპრომისი. ის, ამ ყველაფერს, სისუსტედ აღიქვამს, როგორც სხვა ნებისმიერი რუსი.

თავად შიშის მთესველი, საკუთარ გადაწყვეტილებებსაც ერთადერთი ინსტიქტის კარნახით იღებს – ესაა შიში და ამიტომ, მას, როგორც ნებისმიერ სხვა რუსს, ძალის პოზიციიდან უნდა ელაპარაკო.

ასე რომ, გამბედაობა და უშიშრობა გვმართებს!

ჩვენი ისტორიული კომპასი მხოლოდ დასავლეთს აჩვენებს და არავითარი გადახვევა არ დაიშვება! ნებისმიერი წინაღობა ამ გზაზე, “რუსკი კარაბლის” გზას უნდა გავუყენოთ!
მივმართავ თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას: საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება, რუსეთიდან მართული არაქართული ძალაა! ქართული ძალა კი ვართ ჩვენ, უძველესი ევროპელები - საქართველოს ხალხი! ჩვენ არ ვიმსახურებთ ამ ხელისუფლებას და ამ შეცდომას აუცილებლად და უსწრაფესად გამოვასწორებთ! მაგრამ ჩვენ ვიმსახურებთ დაბრუნებას ჩვენს ისტორიულ წიაღში, დასავლურ ოჯახში და ეს შესაძლებლობის ფანჯარა არ უნდა დაგვეხუროს! ეს არის ყველა ქართველი პატრიოტის ნატვრა დღესაც და საუკუნეების განმავლობაშიც, და ეს არის საქართველოს ნათელი მომავლის ერთადერთი და უალტერნატივო გზა!” – წერს ნიკა გვარამია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი