რეზოლუციის მხარდამჭერი თითოეული ევროპარლამენტარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
683 09 ივნისი 2022, 22:38

დღეს ვნახეთ, როგორ თქვა უარი ევროპარლამენტმა ყველა იმ ფუნდამენტურ ღირებულებაზე, რაზეც ოდესღაც იდგა ევროპა. დღეს გვითხრეს, რომ ფეხებზე ჰკიდიათ ფაქტები, მშვიდობა დასჯადია, გვითხრეს, რომ ქველმოქმედება საერთაშორისო კრიმინალია, დღეს გვითხრეს, რომ ეროვნული ინტერესებით ქვეყნის მართვა პრორუსობას ნიშნავს. რეზოლუციის მხარდამჭერი თითოეული ევროპარლამენტარი სააკაშვილის რეჟიმის დროს ჩადენილი დანაშაულების თანამონაწილე გახდა, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებმა ამ აქტით განაცხადეს, რომ „9 წლის განმავლობაში ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდა ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა, წამება, ღირსების შელახვა, ქონების ჩამორთმევა, ტელევიზიების დარბევა, მშვიდობიანი მიტინგების სისხლში ჩახშობა, სასამართლოს დამონება, მასობრივი თვალთვალი და მიყურადება, პოლიციის პოლიტიზება“.

„რეზოლუციის მხარდაჭერით, ევროპარლამენტარებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოში დესტრუქციული პროცესების დაწყებას. პარადოქსულია, ქართველი ხალხის გულშემატკივრობის მოტივით, ამ ხალხისვე არჩეული ხელისუფლების უსაფუძვლო და შეურაცხყოფაში გადაზრდილი კრიტიკა. საკუთარ თავს ეწინააღმდეგები, როდესაც ამბობ, რომ საქართველოს კეთილისმსურველი ხარ და ამავდროულად, ითხოვ იმ ადამიანის დასანქცირებას, რომელმაც ამ ქვეყანას რამდენიმე მილიარდი მოახმარა, 2012 წელს კი, სისხლიანი რეჟიმისგან იხსნა!

საერთო ჯამში, ეს ყველაფერი ხომ მითითებაა, მივბაძოთ უკრაინის ხელისუფლებას და უცხო ქვეყნების ინტერესების სამსხვერპლოზე ჩვენივე ხელით მივართვათ საკუთარი ქვეყანა! არა! ასე არ მოვიქცევით! იცოდეთ, რომ ასეთი უსამართლო, არაადეკვატური და შეურაცხმყოფელი ნაბიჯებით მოტივაციას გვმატებთ, რომ უფრო მეტად განვიმტკიცოთ სუვერენიტეტი, გავერთიანდეთ და დავიცვათ ჩვენი ქვეყანა!

ქრისტიანული მორალის, ტრადიციული ინსტიტუტების, ოჯახის, თეთრის და შავის გარჩევის გამოცდილების, ადამიანის უფლებებსა და ვალდებულებებს შორის ჰარმონიის გარეშე დარჩენილი, გაზულუქებული ბიუროკრატიის წევრობა, არასოდეს ყოფილა ჩვენი ქვეყნის მისწრაფება!“, – წერს ვატო

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი