დავით ქართველიშვილი გრიგოლ ვაშაძეზე: კიდევ ერთი მოსკოველი "ევროპელი", კრემლში გაცემული შრომითი წიგნაკის საპატიო მფლობელი. ერთად დაგვენახეთ, სათითაოდ უნდა გადაგთვალოთ რუსეთუმე "ევროპელებო"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
908 10 ივნისი 2022, 14:59
„ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ  ღებულობდა მაშინ რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში თანამშრომლებს. და საერთოდ, რა ცალცალკე გამოდიხართ - ერთად დაგვენახეთ, სათითაოდ უნდა გადაგთვალოთ რუსეთუმე "ევროპელებო"!!!“- ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გრიგოლ ვაშაძის განცხადებას, რომელმაც განაცხადა, რომ „ვინც ამბობს, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს სახელმწიფოსთვის არაფერი მოაქვს, კინწისკვრით უნდა გააგდოთ და არასდროს არაფერი ჰკითხოთ“.

„სასწაული მეტამორფოზების მომსწრენი ვართ, ჯერ არ გაქრა გაოცება მოსკოვის წითელი მოედნის აღლუმის "ფერია", თბილისელი წёწя ნინას ევროპულ ვნებაზე. ჯერ არ გადაგვიხარშია ბოლომდე "შავნოდარას" რაზმელების უზომო სიხარული ჩვენი (მისი - არა) სამშობლოს ტალახსა და ლაფში, ცილისწამებასა და ფეიკში  ევროგასვრის გამო. და აი კიდევ ერთი მოსკოველი "ევროპელი", კრემლში გაცემული შრომითი წიგნაკის საპატიო მფლობელი, დяდя ღრიშა "იზ მოსკვы". ჩვენ ძალიან კარგად გვახსოვს, როგორ  ღებულობდა მაშინ რუსეთის  საგარეო საქმეთა სამინისტრო დიპლომატიურ სამსახურში თანამშრომლებს და საერთოდ, რა ცალცალკე გამოდიხართ - ერთად დაგვენახეთ, სათითაოდ უნდა გადაგთვალოთ რუსეთუმე "ევროპელებო"!!!“ -წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი