ლევან ნიკოლეიშვილი - პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
726 26 ივნისი 2022, 13:29

ის, რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ექსპერტი რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება, რომელიც  მოლდოვას ღიად ემუქრება იმ შემთხვევაში, თუ ის რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდება.

„პოლიტიკა რომ დიდი თამაშია, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკა ამას ბევრი მტკიცება არ სჭირდება. სამწუხარო, რეალობა კი ის გახლავთ რომ ამ დიდი თამაშის უფრო დიდი მოთამაშეები, ხშირად მცირე თუ პატარა აქტორებს (პატარა ქვეყნებს!) შარში ხვევენ. როგორც გინდათ იფიქრეთ და ამის საფუძველს სწორედ მედვედევის ქვემოთ მოყვანილი განცხადება მაძლევს. ის რომ პუტინი ამბობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაც კი სულაც არ ადარდებს, ცხადია ჩნდება ეჭვი რის სანაცვლოდ? იმ ტერიტორიების სანაცვლოდ ხომ არა, რომელიც დე ფაქტო უკვე წაღებული აქვს? ხოლო, მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სანაცვლოდ შეიძლება რუსეთისთვის სანქციების დაწესება მოუწიოს, ხომ საერთოდ გამაოგნებელი ხდება-რა, რის სანაცვლოდ?! მითუმეტეს, რომ რუსეთი პირდაპირ იმუქრება თუ რის გაკეთება შეუძლიათ დნესტრისპირეთში!
ახლა კი იმის შესახებ, პრაგმატული პოლიტიკა უფრო სწორია, თუ რისკიან-უგუნური, რომელსაც ახალი ომი მოსდევს, თქვენ თვითონ განსაჯეთ, მით უმეტეს როდესაც ტერიტორიების 20% ოკუპირებული გაქვს და სასწორზე შენი მოქალაქეების სიცოცხლე და უსაფრთხოება დევს?! 
p.s. სანამ ვინმე რუსების მიმართ, შიშს დამაბრალებთ, მანამდე გაიხსენეთ, 2008 წლის ომის დროს ვინ რომელი საზღვრიდან ტოვებდა საქართველოს, რუსების ერთი თვითმფრინავის ცაზე გამოჩენისას როგორ ფორთხავდა სააკაშვილი ისიც გაიხსენეთ. არც ის დაგვიწყდეთ რუსეთის ბაზების საქართველოდან გაყვანის მოლაპარაკებების დროს რუსი გენერლებისა თუ დიპლომატების წინაშე როგორ ჩასვრილები იყვნენ მავანი.. ჰოდა აი, იმ რუსეთის ბაზების გაყვანაში საქმეში ჩემი მოკრძალებული წვლილის მქონეს, მათი უკან ორმაგად შემოსვლა ნამდვილად არ მინდა, დამერწმუნეთ ამისთვის ბევრსაც გავაკეთებ და ბევრსაც ვამხელ!“ - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე. 

https://www.facebook.com/100033742208713/posts/pfbid0zihMHH73ktYnbAvuZ2Uakcoc8Ju7Wf117DMJhsAiH1M6NWzzDVaUVX3c54zGnbHml/?app=fbl
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი