დავით ქართველიშვილი: ელჩის დუმილი ბადებს სამწუხარო შთაბეჭდილებას, რომ რაც „უხერხულ“ და „სახიფათო“ პოზიციად მიგვაჩნია საქართველოსთან მიმართებაში - ჩვეული და აპრობირებული მიდგომაა, რომელსაც უნდა მივეჩვიოთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
532 20 ივლისი 2022, 13:32

ექსპერტი დავით ქართველიშვილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრების წერილს ეხმიანება და წერს - ქალბატონი ელჩი მომხდარი ფაქტის იგნორირებით, სულ უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს, რაც კონტრპროდუქტიულად აისახება საზოგადოებრივ განწყობაზე.

მისივე თქმით, ჩვენი ძირითადი მიზანია - ეს უხერხულობა მოვხსნათ და აშშ-ს ელჩის ზემოქმედება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ კონსტრუქციულ და დადებით კალაპოტში გადავიყვანოთ.

„ნებისმიერი ჩვენი მცდელობა, უხერხული და სახიფათო მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი აშშ-ს ელჩი ან მისი საელჩოს თანამშრომლები - მათი არაკეთილმოსურნეების მხრიდან აღიქმება, როგორც ჩვენი „ანტიდასავლური რიტორიკა“ და „დისკრედიტაცია“, ხოლო თავად ელჩის დუმილი ბადებს სამწუხარო შთაბეჭდილებას, რომ რაც ჩვენ „უხერხულ“ და „სახიფათო“ პოზიციად მიგვაჩნია, საქართველოსთან, მის ხელისუფლებასთან თუ ცალკეულ სახელმწიფო ინსტიტუტებთან მიმართებაში - ჩვეული და აპრობირებული მიდგომაა, რომელსაც უნდა მივეჩვიოთ.

დღეს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გარშემო აგორებულ საერთაშორისო სკანდალს, რომელსაც ქალბატონი ელჩი არა თუ არ ანიჭებს მსგავს შეფასებას, არამედ ზოგადად, განხილვის საგნადაც კი არ მიიჩნევს - გამოეხმაურა იუსტიციის საბჭოს რამოდენიმე ყოფილი წევრი შემდეგი შეფასებით:

  • სამწუხაროა სასამართლო კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დუმილი ლაშა ჩხიკვაძის გარშემო განვითარებული მოვლენების შეფასების, და მით უმეტეს, მისი მხარდაჭერის კუთხით
  • ნებისმიერი მხარის მიერ სასამართლოს საქმიანობაში ჩარევა ანადგურებს სასამართლოს დამოუკიდებლობის იდეას
  • მომხდარი ფაქტი არის საქართველოს კონსტიტუციის და ვენის კონვენციის უხეში დარღვევა
  • მოსამართლის "დასჯა" საელჩოსთვის მიუღებელი განაჩენის გამოცხადების გამო - არის ნონსენსი
  • აშშ-ში მოსამართლეების ვიზიტების დაგეგმვის, ორგანიზების ცალმხრივ და არასწორ პრაქტიკაში - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი პრაქტიკულად უგულებელყოფილია
  • ხშირია აშშ-ის ელჩის, იუსტიციის საბჭოსთან, მის თავმჯდომარესთან ან მდივანთან ელემენტარული კომუნიკაციის გარეშე პერიოდულად სტუმრობა გარკვეულ სასამართლოებში
  • ელჩის და მისი თანამშრომლების პირადი შეხვედრები და გასაუბრება მოსამართლეებთან - აკნინებს სასამართლო სისტემის ადმინისტრირების რგოლისა და ხელმძღვანელობის ფუნქციას

ასე რომ, ქალბატონი ელჩი მომხდარი ფაქტის იგნორირებით, სულ უფრო მეტ პასუხგაუცემელ კითხვებს ბადებს, რაც კონტრპროდუქტიულად აისახება საზოგადოებრივ განწყობაზე, ხოლო ჩვენი ძირითადი მიზანია - ეს უხერხულობა მოვხსნათ და აშშ-ს ელჩის ზემოქმედება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მხოლოდ კონსტრუქციულ და დადებით კალაპოტში გადავიყვანოთ“, - წერს ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი