ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
664 25 ივლისი 2022, 22:50

ჩემი სრული მხარდაჭერა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს, რომელიც არის გამორჩეული ლიდერი, პროფესიონალი და ამ ქვეყნის დიდი პატრიოტი. ჩემთვის პატივია ვიყო იმ გუნდის წევრი, რომელსაც ირაკლი ხელმძღვანელობს, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე „მთავარი არხის" ჟურნალისტის მიერ ირაკლი კობახიძისთვის დასმულ კითხვას.

როგორც დეპუტატი სოციალურ ქსელში წერს, მიუღებელია ოჯახის წევრების შეურაცხყოფა.

„სრულიად მიუღებელია როგორც ოჯახის წევრების შეურაცხყოფა, ასევე ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელი არახამიას ნათქვამის საერთოდ გამეორება და ასეთი ფორმით.

ეს ის შემთხვევაა, როდესაც ნებისმიერ ადამიანს ვერ მოსთხოვ თმენის ვალდებულებას. ერთი წამით დაფიქრდით, ჩაიყენეთ თქვენი თავი ირაკლის ადგილას და მერე გამოიტანეთ დასკვნები“, - წერს გივი მიქანაძე.

"მთავარი არხის" ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა, რომ დავით არახამიამ გუშინდელ ინტერვიუში ისიც ახსენა და რამდენჯერმა ჰკითხა „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“ 

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - უპასუხა ირაკლი  კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი