დუჟი, რომელსაც კობახიძე ახსენებს, თავად სდის, რომ არ დაუშვას დეპოლარიზაცია - კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავივით გამოიყურება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
564 26 ივლისი 2022, 11:30
დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო - არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში, - ასე ეხმაურება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებებს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის მისამართით.

როგორც ნიკა მელია განმარტავს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების - „კაგებეს“ ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება“.

„დღეს გაირკვა სინამდვილეში რამ გააცოფა გუშინ კობახიძე. როგორც ვხედავთ, მას არც მამა აღელვებდა, არც მამული. დუჟი, რომელსაც ის ახსენებს, თავად სდის და სდის ერთადერთი რამის გამო - არ დაუშვას დეპოლარიზაცია ამ ქვეყანაში. უარესად გახლიჩოს და დააპირისპიროს საზოგადოება, რომ როგორმე საქართველო საბოლოოდ დააშოროს დასავლეთს, ამოაგდოს ისტორიის დინებიდან და რუსეთის იმპერიის რიყეზე საფართხალოდ გასწიროს.

დღეს აქტუალური არაა, რას აკეთებდა მამამისი თუ მამიდამისი, დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კობახიძის და მისი მსგავსების - კაგებეს ბინძური დირექტივების დღევანდელი შემსრულებლების ხელისუფლებიდან სასწრაფოდ ჩამოშორება, ვიდრე არ მოუსწრიათ და უფსკრულში არ გადავუჩეხივართ.

არახამიას, რომელმაც კობახიძის მამის მისამართით თქვა ის, რაც თქვა, მინდა ვუთხრა, რომ ამ გადასახედიდან ირაკლი კობახიძის მამა შვილთან შედარებით უმანკო კრავად გამოიყურება. „კაგებეს“ იშვიათად თუ ჰყოლია აქ ასეთი აღვირახსნილი და შუბლისძარღგაწყვეტილი ემისარი“, - წერს მელია სოციალურ ქსელში.

ინფორმაციისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ გუშინ „მთავარის“ ჟურნალისტ შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართა. კობახიძის გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარის, დავით არახამიას განცხადების კონტექსტში დასმულ შემდეგ კითხვას მოჰყვა: „კაგებეს აგენტის შვილი არ ხართ, ბატონო ირაკლი?“.

„კაგებეშნიკი არის მამათქვენი, ეს შემიძლია გითხრათ... სირცხვილია, სახე დაკარგეთ... ნუ კანკალებ, სახე დაკარგე. შენც ხარ დავით არახამია, როგორც არახამია არ არის კაცი, ისე შენც არ ხარ ქალი. სახე დაკარგე, თავი დაკარგე, პოლიტიკა ამად გიღირს? სირცხვილია.... "ნაცმოძრაობის" გულისთვის სახე დაკარგე. ქალი აღარ ხარ რა... ქალის სახე დაკარგე... რომ ლაპარაკობ, პირი მოიწმინდე... სააკაშვილივით გაქვს პირი, დაემსგავსე ყველაფრით შენს ბელადს. სააკაშვილს ჰგავხარ პირითაც... სამარცხვინო შენ... გულისამრევია“, - მიმართა კობახიძემ „მთავარი არხის“ ჟურნალისტს.

უკრაინის რადას ფრაქცია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარე დავით არახამიამ "მთავარ არხთან" ინტერვიუში ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა. არახამიას თქმით, მან არ იცოდა ვინ იყო ირაკლი კობახიძე, თუმცა შემდეგ რაც "დაგუგლა" , აღმოაჩინა, რომ კობახიძის მამა “კაგებეშნიკია”.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი