გიგი უგულავა ივანიშვილს - დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა - თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
514 27 ივლისი 2022, 10:59
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გავრცელებულ წერილს „ფარისევლურს და ამაზრზენს“ უწოდებს.

როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ უგულავა წერს, აშშ-ს ელჩთან, კელი დეგნანთან შეხვედრის გასაჯაროება ივანიშვილის მხრიდან „ამაზრზენია“ და ის მის „მეწვრილმანე, ინტრიგან ბუნებას წარმოაჩენს“.

„ივანიშვილმა წერილი გამოაცხო, ფარისევლური და ამაზრზენი. „ჩემს და ბანკს შორის ურთიერთობას ქვეყანას თავს არ მოვახვევო“ - აბა, „ვერტალიოტზე“, ნახატების აქეთ-იქით ზიდვაზე და „სვის კრედიტთან“ დაძაბულობაზე თავად არ გვამცნეთ? მთელი სახელისუფლო პროპაგანდა ააწყეთ ამაზე, რომ პოლიტიკაში დაბრუნებას და ომში ჩათრევას გაიძულებდნენ - პირდაპირ დასახელდა აშშ, როგორც მთავარი მტერი ან ის სამი საცოდავი ჩიტი რატომ გამოყავით ჩიტების დედა ბუდეს, დღე და ღამე, რომ ჩვენს პარტნიორებს ლანძღავენ?

ახლა, როცა ყველა ხიდი დაწვა „ოცნებამ“ დასავლეთთან, ჩვენი ყველა პარტნიორი კრიმინალად გამოაცხადა, თავიდან იწყებთ ვირეშმაკობას - დავალაგოთ ურთიერთობა დასავლეთთანო. ალბათ, მიხვდით, რომ თქვენი მტერი პუტინი წააგებს ომს და გამარჯვებულის მხარეს გინდათ შეეტენოთ! სანქციების შიში ოხერია, ფული კი არ მიგაკლდებათ, მაგრამ რეპუტაციულად განადგურდებით, აღარ გამოგივათ ქვეყნის ასე აბუჩად აგდება.დაგაგვიანდათ! დეოლიგარქიზაციაა დასავლეთთან ურთიერთობის წინაპირობა. დეოლიგარქიზაცია ანუ თქვენი ძალაუფლებიდან რეალური წასვლა. თქვენს ვირეშმაკობას, ორპირობას და ფარისევლობას აღარავინ იღებს. თქვენთან ერთად საქართველოს ევროპული მომავალი არ აქვს და რაც უფრო მალე ჩამოეცლებით ამ ქვეყანას, უკეთესია თქვენთვის და საქართველოს მომავლისთვის.

ელჩ დეგნანთან დაკავშირებით პირადად თქვენი საქციელი არის მდაბალი და ამაზრზენი. მთელი ეგ ისტორია თქვენს მეწვრილმანე, ინტრიგანის ბუნებას წარმოაჩენს.

და კიდევ ერთი - გაათავისუფლეთ სააკაშვილი და გვარამია. ეს თქვენი ვალია. დიახ, ვალი ამ ქვეყნის მიმართ, რომელსაც დაბრუნება უნდა“, - წერს უგულავა.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა. ბიძინა ივანიშვილი ადასტურებს, რომ მასსა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს შორის შეხვედრა შედგა. როგორც ივანიშვილი განმარტავს, შეხვედრა ელჩის თხოვნით, 21 მარტს გაიმართა და ის „დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“.

ამასთან, საუბრობს, რეგიონში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზეც და აღნიშნავს, რომ დღეს, როცა ომის საფრთხე განეიტრალებულია, მმართველ გუნდს აქვს შესაძლებლობა, ყურადღება უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტზე გადაიტანოს და იზრუნოს, რომ საქართველოს ურთიერთობები აშშ-სა და ევროკავშირთან არ დაზიანდეს. როგორც ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ და ეს მიზანი დღესაც აქტუალურია - მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა და ომის საფრთხის პირველი ეტაპი გადალახა“.

გარდა აღნიშნულისა, ივანიშვილი განცხადებაში, როგორც ქვეყანაში შექმნილ ვითარებას, ისე უშუალოდ მასსა და შვეიცარიულ ბანკს შორის მიმდინარე დავას აფასებს და აღნიშნავს, რომ „არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გეგმავდა შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას“.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი