ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ისიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს კაცი შანტაჟის ძალით და ფულის გამო ქვეყანას არასოდეს გაწირავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
744 27 ივლისი 2022, 15:30
ბიძინა ივანიშვილის დღევანდელმა წერილმა სრულად ახადა ყველაფერს ფარდა და დაადასტურა ის, რასაც მთელი ამ დროის განმავლობაში ვამტკიცებდი, - ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა განაცხადა.

„თვეების მანძილზე, ხელისუფლებას უწევდა ამერიკელების უმძიმეს ზეწოლასთან დაპირისპირება იმისათვის, რომ ქვეყნისთვის ომი აეცილებინა თავიდან. როდესაც დაინახეს, რომ ხელისუფლებასთან მიზანს ვერ აღწევდნენ, უკრაინაში ომის დაწყებიდან ორიოდე კვირის თავზე, უკვე ბიძინა ივანიშვილს მოსთხოვეს შეხვედრა, მანამდე კი, მასზე წნეხის მაქსიმალურად დასამძიმებლად, შვეიცარიიდან საბანკო გადარიცხვები გაუჩერეს.
საელჩოს მიერ რადიკალური ოპოზიციის, ენჯეოებისა და ნაცმოძრაობის კუთვნილი მედიის სრული კოორდინაცია რადიკალური დღის წესრიგის გარშემო, მათი მეშვეობით ომისკენ მიმართული რიტორიკის ტირაჟირება, რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე პირდაპირი და ირიბი ზეწოლა, თვითმფრინავებით მოხალისეების გაგზავნის მოთხოვნა, კანდიდატის სტატუსის არმინიჭება და ამის საფუძველზე მთავრობის გადადგომის საკითხის დაყენება, ყველა ეს ნაბიჯი, საბოლოოდ, ერთადერთ რამეს - საქართველოს ომში ჩართვას ემსახურებოდა.

მიზანს რომ ვერ მიაღწიეს, ხელისუფლების პრინციპულობის გარდა, როგორც ბიძინა ივანიშვილმაც აღნიშნა, ეს ხალხის სიბრძნის დამსახურებაცაა. ქართველმა ხალხმა 90-იანი წლებიდან იმდენი უბედურება გამოიარა, რომ ისეთი სატყუარებით, როგორიც, მაგალითად, ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაა, მას ვეღარ მოატყუებ. ქართველი ხალხი უკვე ინსტინქტით გრძნობს საფრთხეს და ყველა ხაფანგზე სწორად რეაგირებს.
ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი წერილით ისიც კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ეს კაცი შანტაჟის ძალით და ფულის გამო ქვეყანას არასოდეს გაწირავს. ბიძინა ივანიშვილმა 2011 წელს საკუთარი სიცოცხლეც კი დადო სასწორზე, როდესაც უმძიმეს დანაშაულებრივ სისტემას დაუპირისპირდა და ახლა ფინანსური თემით მისი დაშანტაჟება იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული“, - აცხადებს ზაზა შათირიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ბოლო წლებში საქართველო თანდათან ყალიბდება სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გეოეკონომიკურ კვანძად და, ამ ფონზე, აფხაზეთისთვის სტრატეგიული რისკი არა საქართველოსთან ინტეგრაცია, არამედ ამ პროცესებს მიღმა დარჩენაა
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
არქივი