ფინანსთა მინისტრი: "საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1273 12 ოქტომბერი 2019, 14:10

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა ბრიფინგი გამართა.

 

„მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ ჩვენი საექსპორტო პოტენციალი წლიდან წლამდე იზრდება. ეს საკმაოდ მყარი მაჩვენებელი. მითითებულია 2018 წლის ინვესტიციების მოცულობა, როგორც შიდა, ისე პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით. შესაბამისად, ეკონომიკის სიჯანსაღე და მდგრადობა შოკების მიმართ, რომელიც, როგორც წესი ხდება, მით უმეტეს, ისეთ მოწყვლად რეგიონში, როგორც ჩვენ ვართ, განაპირობებს პოზიტიურ ხედვას საქართველოს მიმართ და იმედია ეს გაგრძელდება“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა, რომლის თქმითაც, საქართველო განსაკუთრებით ბოლო 2 წლის განმავლობაში ამჟღავნებს მდგრადობას საგარეო და რეგიონული შოკების მიმართ.


მინისტრისვე განცხადებით, ბოლო წლებში რეგიონში არსებული კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, არსებობს რეიტინგების შემცირების ტენდენცია  და აღნიშნულ პერიოდში, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც შეძლო ამ რთულ პერიოდში წინსვლა საკრედიტო რეიტინგებში.

 

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, ასევე საინტერესოა როგორ უყურებს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია S&P Global Ratings ქვეყნის მომავალს 2019-2022 წლების მონაკვეთში და ამბობს, რომ საქართველოს ექნება ყველაზე უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონულ მეზობლებთან შედარებით.

 

სააგენტო მიესალმება იმ რეფორმებს, რომლებსაც ჩვენს ქვეყანაში ვახორციელებთ, მათ შორისაა, განათლების რეფორმა, საპენსიო რეფორმა, მიწის რეფორმა, საგადასახადო რეფორმა. სააგენტო მიუთითებს, რომ მიუხედავად ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენებსა, რაც უკავშირდებოდა ზაფხულში ტურიზმთან დაკავშირებით პრობლემებს, საქართველოს ეკონომიკა საკმაოდ მყარია“, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა.  

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორი: საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას გლობალური გაურკვევლობის ფონზე
ირაკლი კირცხალია საია-ს სარჩელზე: თითოეული კანონი, რომელიც ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში გამოჩნდა და ამ დარბაზში ეყარა კენჭი, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებს
ცინცაძე: მარტში ექსპორტის მოცულობამ 697 მილიონ დოლარს გადააჭარბა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ველოდებით, რომ საქართველოს ექნება იმაზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები პროგნოზირებენ
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2026 წელს საქართველოს ეკონომიკა 5%-ით გაიზრდება, მოლდოვის 1.9%-ით, უკრაინის 1.2%-ით
პრემიერი: სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბაზაზე შეიქმნება ეკონომიკის განვითარების კორპორაცია, რომელიც იმუშავებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე
არქივი