უკეთესი იქნებოდა სააკაშვილს დანაშაულები ეღიარებინა, სინანული გამოეთქვა და სასჯელის მოხდის შემდეგ კი მართლა ჩამოშორებოდა პოლიტიკას, არამარტო ქართულს, უკრაინულსაც
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
484 30 ივლისი 2022, 15:59
„წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე დაჯდეს და გულუბრყვილოდ უსმინოს და დაიჯეროს სააკაშვილის ნათქვამი-აქტიურად ციხიდან და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაძვრენის ახალი მიშასეული ტაქტიკა!“- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი შალვა ხაჭაპურიძის განცხადების შესახებ, რომ სააკაშვილმა მასთან საუბრისას აღნიშნა მისი დამოკიდებულება ირაკლი კობახიძის მამის მიმართ და მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას წარმოუდგენელი ამბავი უწოდა.

„სააკაშვილი გამოსწორდაო?!-ამბობს ადვოკატი ხაჭაპურიძე! პოლიტიკა, ხომ არა და არ აინტერესებსო, განსაკუთრებით ქართული პოლიტიკაო, ერთადერთი რაზეც არის შეწუხებული, გია კობახიძეს ვინ დააბრალა აგენტობაო, ჟურნალისტის კითხვაზეც აღშფოთებულა, ასე არ შეიძლებაო...მოკლედ კომედიას გვთავაზობენ, შვილის ედუარდის  და ადვოკატ ხაჭაპურიძის მეშვეობით, ირაკლი კობახიძეს ეპირფერება, მაგრამ მთავარი ავიწყდება არ ერევა კობახიძე სასამართლოს საქმეებში, და რა ქნას? თან  წარმოიდგინეთ, ირაკლი კობახიძე,  რომ დაჯდეს და გულუბრყვილოდ უსმინოს და დაიჯეროს სააკაშვილის ნათქვამი-აქტიურად ციხიდან და სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან დაძვრენის ახალი მიშასეული ტაქტიკა !

ისე გაცილებით უკეთესი იქნებოდა , რომ  სააკაშვილს,  დანაშაულები ეღიარებინა, სინანული გამოეთქვა,  და შემდეგ სასჯელის მოხდის შემდეგ კი მართლა ჩამოშორებოდა პოლიტიკას, არამარტო ქართულს, უკრაინულსაც. ისე,  ის პროვოკაციულ-უზრდელური შეკითხვა იმ ჟურნალისტმა, სწორედ რომ  სააკაშვილის მიერ გაზრდილი არახამიას ნაბჟუტურების შემდეგ დასვა და იმ სატელევიზიო არხს წარმოადგენს, რომელსაც ამდენი ხანი აკონტროლებდა,  რა აღარ აკონტროლებს?!“- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მარტა კოსების, კუბილიუსების და კაია კალასების ლომის წილია იმ პროცესებში, რომ საქართველოში კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შეჭამა ოპოზიციური სპექტრი და ტერორიზმის გზაზე დააყენა
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ერთნაირსქესიანთა ქორწინების ლეგალიზაციის გაუქმებაზე უარი თქვა, რა სერიოზულ კითხვებს აჩენს როგორც სამართლებრივი ლოგიკის, ისე დემოკრატიული პრინციპების კუთხით
ამ „სამეფო კარის“ თუ ჯაშუშურ თამაშებში საქართველოს არაფერი ესაქმება. ჩვენ გარედან დავათვალიერებთ იმ პროცესების კომპლექსურ მსხვრევას, რომლებიც უჩვენოდ, ჩვენ თვალწინ ვითარდება
არცერთი უცხოელი აქტორის საქმე არასდროს იქნება თუ როგორ წარმართავს ხალხის მიერ მრავალჯერ არჩეული საქართველოს ხელისუფლება საშინაო და საგარეო პოლიტიკას
რამდენჯერაც დაასხეს საქართველოში ცეცხლზე ნავთი, მათ შორის პერსონალური ვიზიტებით და მიტინგებზე ერთი მუჭა რადიკალების ღია მხარდაჭერით, იმდენჯერ ჩაუქრათ
არქივი