გია აბაშიძე: ფსევდოების უაზრო კაკანი, რომ თურმე არ უნდათ რუსულენოვანი ტურისტები, მეტყველებს იმაზე თუ რა შორს არიან არსებული მოცემულობისგან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
740 03 აგვისტო 2022, 14:04
გია აბაშიძე: ფსევდოების უაზრო კაკანი, რომ თურმე არ უნდათ რუსულენოვანი ტურისტები, მეტყველებს იმაზე თუ რა შორს არიან არსებული მოცემულობისგან
„ეფექტურად მომუშავე საქართველოს შესაბამის სამსახურებს ნამდვილად არ ეკუთვნით შენიშვნა პოლიტიკანი მამუკა ხაზარაძისგან, რომელმაც ხმა არ ამოიღო 2012 აპრილში, როცა სააკაშვილი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უვიზოდ შემოსულ რუს ტურისტებს მეგზურობას უწევდა“- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე პარტია „ლელოს“ განცხადებას, რომელიც რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმის გამკაცრებას ითხოვს.
მისი თქმით კანონზომიერებაა, რომ ვინც ფლიდურად სხვას რაღაცას აბრალებს ის თავადაა იმაში გარეული. „სერტიფიცირებული თაღლითების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის „ლელო“ ითხოვს სავიზო რეჟიმის გამკაცრებას რუსეთის ფედერაციასთან. ურეიტინგო პარტიის განცხადებით, „განსაკუთრებით მწვავედ დგას ეს საკითხი დღეს, მას შემდეგ რაც დრამატულად გაიზარდა რუსეთიდან შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა“. ეფექტურად მომუშავე საქართველოს შესაბამის სამსახურებს ნამდვილად არ ეკუთვნით შენიშვნა პოლიტიკანი მამუკა ხაზარაძისგან, რომელმაც: - ხმა არ ამოიღო 2012 აპრილში, როცა სააკაშვილი ლარსის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე უვიზოდ შემოსულ რუს ტურისტებს მეგზურობას უწევდა; - ანაკლიის პორტის პროექტში სცადა შემოეპარებინა არა ბრიტანული არამედ, რუსი ოლიგარქების თანადაფუძნებული „მერიდიან კაპიტალ ლიმიტედი“; - დღემდე ჰგონია, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა მხოლოდ იმისთვისაა, რომ თურმე ასფალტირებული გზით შემოვიდნენ რუსული ტანკები და ა.შ. და ა.შ. კანონზომიერებაა, რომ ვინც ფლიდურად სხვას რაღაცას აბრალებს ის თავადაა იმაში გარეული. ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ეს მიმართულება კიდევ უფრო განვითარდეს, რაც ცხადია დადებითად მოქმედებს ეკონომიკაზე, დასაქმებაზე. და ფსევდოების უაზრო კაკანი, რომ თურმე არ უნდათ რუსულენოვანი ტურისტები, მეტყველებს იმაზე თუ რა შორს არიან არსებული მოცემულობისგან“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი