ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
892 26 სექტემბერი 2022, 21:33

ნანუკა ჟორჟოლიანმა, ამჯერად უკვე საჯარო ჭორაობით და ტყუილების ფრქვევით, მისივე ტერმინით თუ ვიტყვით, „გააბედნიერა“ ყველა, ვისაც გაახარებს მიხეილ სააკაშვილის დაფუძნებული პარტიის დაზიანება. საეჭვოა მას ეს არ ესმოდეს. ანუ შეგნებულ, მიზანმიმართულ და ბოროტგანზრახულ კამპანიასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ამ ბინძურ პროვოკაციას არც ვუპასუხებდი, რომ არა ჩვენი პარტიის წევრების და მიშას ნამდვილი გულშემატკივრების ინტერესი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა რეალურად და როგორ იგეგმებოდა აქციები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების, მისი სამოქალაქო ჰოსპიტალში გადაყვანის მოთხოვნით. ჩვენ დავაორგანიზეთ ათეულობით აქცია, მსვლელობა, პიკეტი როგორც რუსთავის ციხესთან, ასევე თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. სწორედ ამიტომ, ნანუკა ჟორჟოლიანის ეს განცხადება არის აბსოლუტური ტყუილი და უნამუსობა. აქვე გეტყვით, რომ თითქმის ყველა აქცია, მისი ლოკაცია და შინაარსი შეთანხმებული მქონდა მიხეილ სააკაშვილთან (ცხადია იყო გამონაკლისებიც, როდესაც მსვლელობები სპონტანურად იგეგმებოდა). იმ პერიოდშიც, რომელსაც ეს სუბიექტი აღწერს, იგეგმებოდა 8 ნომებრის მასშტაბური დემონტრაცია თავისუფლების მოედანზე; ამ აქციასაც რასაკვირველია, მიშასთან კომუნიკაცია და კოორდინაცია უძღოდა წინ. შემდეგ კი იყო დიდი მსვლელობები ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში და მაგისტრალების გადაკეტვა/პარალიზება. ასევე რუსთავის ციხის მიმდებარე ტერიტორიის საკმაოდ ხშირი „სტუმრებიც“ ვიყავით. ჩვენს მხარდამჭერებს ეს ყოველივე ძალიან კარგად ახსოვთ.

ბოდიში, თუ ქ-ნ ნანუკა ჟორჟოლიანს წინასწარ არ ვუთანხმებდით ყოველ ჩვენს ნაბიჯსა და აქტიურობას. იმ კონკრეტულ შემთხვევაშიც, რასაც აღწერს, ეს ქალბატონი ადგილზე მოვიდა ცინიკური და ქედმაღლური განწყობით იმ გულწრფელი ადამიანების მიმართ, ვინც ციხესთან შეიკრიბა მიშას გათავისუფლების მოთხოვნით, თურმე არ მოეწონა მათი „ვიზუალი“, „ფიცარი“ უწოდა სახელდახელოდ ჩამოტანილ მცირე ზომის სცენას და ახლა უზნეოდ მომაწერს გამაოგნებელ ფრაზას, თითქოს მე მეთქვას, რომ მიშას გათავისუფლება და „რუსთავის ციხე“ ჩვენთვის პრიორიტეტი არ იყო. ამით ყველაზე უღირსი, ცინიკური, შავ-ბნელი და ბინძური ტექნოლოგიით, ზუსტად იმას მაბრალებს, რაც ჩემთვის ცხოვრებაში, ადამიანურ თუ პოლიტიკურ ურთიერთობაში ყველაზე მეტად მიუღებელია: ღალატს და ორპირობას! მთელი მეოთხედი საუკუნის მანძილზე, რაც პოლიტიკაში ვარ, არავის, თვით უბოროტეს მტრებსაც კი, ათას სისაძაგლეს რომ მწამებდნენ, პეტრე ცისკარიშვილისთვის ღალატი და ორპირობა არ დაუბრალებია. 

ცხადია, უშეცდომო პოლიტიკოსი ამქვეყნად არ არსებობს, მაგრამ ნანუკა ჟორჟოლიანის როყიოდ მონაყოლი „ისტორია“, უბრალოდ ტყუილია მისი ფორმითაც და რაც მთავარია, შინაარსით. კვლავ ვიმეორებ: არც ერთი ნაბიჯი არც მაშინ, არც შემდგომში, მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობასთან, რეალურად კი სამკვდრო-სასიცოცხლო   მძევლობასთან დაკავშირებით, არ გადაგვიდგამს მასთან კონსულტაციის და ძირითადი პრინციპების შეჯერების გარეშე. ქ-ნ ჟორჟოლიანს კი ვურჩევ, ებრძოლოს ბოროტებას, ესე იგი „რუსულ ოცნებასა“ და ქვეყნის მიმტაცებელ ოლიგარქ ივანიშვილს, ნაცვლად იმისა, რომ ბოროტი ეჭვის, უიმედობისა და ხელჩაქნეულობის გაღვივებით ახარებდეს ჩვენი ქვეყნის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი დამფუძნებლის მიხეილ სააკაშვილის მოსისხლე მტრებს“, – წერს ცისკარიშვილი.

ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ პეტრე ცისკარიშვილი სააკაშვილთან დაკავშირებულ პოლიტიკურ აქტივობებს ეწინააღმდეგებოდა, აქციების გამართვას ხელს არ უწყობდა არც ლევან ხაბეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი