ზაალ ანჯაფარიძე: დღეს ლარსთან დაგეგმილი მიტინგით, ისინი პირდაპირ აძლევენ რუსეთს საბაბს, რომ საქართველოს მიმართ დესტრუქციული ქმედებები განახორციელოს. იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანი?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
572 28 სექტემბერი 2022, 12:55
 ,,რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო ჩვენს საზღვარზე რუსების მოზღვავების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაჟღერდა მოსაზრებები, თითქოს ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩარჩოებში ექცევიან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს რუსები თავისთავად არ წარმოადგენენ ომის მსხვერპლთ. ისინი უბრალოდ გაურბიან სამხედრო გაწვევას,’’ - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე. როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ამის ფონზე, სრულიად კონტრპროდუქტიული, პროვოკაციული და სახიფათოა ის ქმედებები და ინიციატივები რაც მოდის ნაცმოძრაობისგან და მისგან გამოყოფილი სხვა რადიკალური პარტიებისგან, განსაკუთრებით რუსული ფულით გამდიდრებულთაგან. ,,რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის გამო ჩვენს საზღვარზე რუსების მოზღვავების ახალ ტალღასთან დაკავშირებით, ბოლო დღეებში გაჟღერდა მოსაზრებები, თითქოს ისინი საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ჩარჩოებში ექცევიან, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, თუნდაც იმიტომ, რომ ეს რუსები თავისთავად არ წარმოადგენენ ომის მსხვერპლთ. ისინი უბრალოდ გაურბიან სამხედრო გაწვევას. მიუხედავად ამისა, მათთან საჭიროა გამოყენებული იქნეს ის მოპყრობა რაც გათვალისწინებულია არსებული საერთაშორისო ნორმებით, ჩვენი კანონმდებლობით და რა თქმა უნდა ჩვენი ადგილობრივი კონტექსტით (ოკუპაცია, დიპურთიერთობების არარსებობა და ა.შ.). ამის ფონზე, სრულიად კონტრპროდუქტიული, პროვოკაციული და სახიფათოა ის ქმედებები და ინიციატივები რაც მოდის ნაცმოძრაობისგან და მისგან გამოყოფილი სხვა რადიკალური პარტიებისგან, განსაკუთრებით რუსული ფულით გამდიდრებულთაგან. თავიანთი პროვოკაციებით, მათ შორის დღეს ლარსთან დაგეგმილი მიტინგით, ისინი პირდაპირ აძლევენ რუსეთს საბაბს, რომ საქართველოს მიმართ დესტრუქციული ქმედებები განახორციელოს. იქნებ სწორედ ეს არის მათი მიზანი?! ‘’ - წერს ზაალ ანჯაფარიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი