ვლადიმერ ბოჟაძე: ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, ომის და ღალატის და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა, ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
625 28 სექტემბერი 2022, 13:13
 ,,ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს,’’ - წერს თბილისის საკრებულოს წვერი ვლადიმერ ბოჟაძე. როგორც ბოჟაძე აღნიშნავს კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს, კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან. ამერიკა და ევროკავშირი მიესალმება რუსეთიდან ადამიანების მიგრაციას, მათ სურვილს გაექცნენ პუტინის ომს და არ დახოცონ უკრაინელი ბავშვები, ქალები, მოხუცები და ჯარისკაცები. რადიკალური ოპოზიცია, ომის და ღალატის პარტია ,,ნაციონალური მოძრაობა" და მისი განაყოფები კი ჯიუტად ითხოვენ საზღვრის ჩაკეტვას, როგორც ჩანს ახლა ასეთია რუსეთის დავალება და მეხუთე კოლონაც ცდილობს ზედმიწევნით შეასრულოს, იქნებ ამან გამოიწვიოს გარკვეული პროვოკაცია და რუსეთმა მეორე ფრონტი გახსნას საქართველოში. რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტით ფულით, ასევე კეზერაშვილის ქართული ჯარისთვის მოპარული და ბიზნესისთვის წართმეული ფულით დაფინანსებული ელენე გავრილოვნა ხოშტარია დღეს კიდევ ერთი სამარცხვინო სანახაობის და პროვოკაციის მოწყობას აპირებს ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან, თუმცა ამჯერადაც არაფერი გამოუვა. რამდენი ტყუილი და დეზინფორმაცია არ უნდა გაავრცელოს ხოშტარიამ, საქართველოს უსაფრთხოება სრულად დაცულია, ამას ჩვენი სამართალდამცავი ორგანოები და პარტნიორი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რადიკალურ ოპოზიციას კი ვერც კეზერაშვილის და ვერც სააკაშვილის დახარჯული მილიონები იხსნის გარდაუვალი მარცხისგან, იმ მარცხისგან რომელიც 10 წელია შეაჩვია ქართველმა ხალხმა!’’ - წერს ბოჟაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი