ნინო ფოჩხუა: გამარჯვების თავი და თავი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჩვენთან ერთად უძლებდა იმ გაუგონარ თავდასხმებს, რასაც მის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდა კრიმინალური ბანდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
528 01 ოქტომბერი 2022, 12:51

უცბად გაიარა 10 წელმა, ამ პერიოდში კიდევ ბევრი რამე გადავიტანეთ ჩვენი ნერვების ფასად, ვიცხოვრეთ ამდენი შიდა და გარე მტრის გარემოცვაში, მაგრამ მაინც მაგრად იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა, წინ მიიწევს, - ასე ეხმიანება ექსპერტი ნინო ფოჩხუა „ქართული ოცნების“ გამარჯვების 10 წლის იუბილეს.

„არ დამავიწყდება ეს დღე არასდროს, დედა და მთელი ჩემი უბნის მოხუცი მეზობლები საკუთარი კალმებით და „ტაბურეტებით“ შეიარაღებულები როგორ მივიდნენ საარჩევნო უბანთან ხმის მისაცემად და შემდეგ ღამის გასათევად, ჩვენი მომავლის დასაცავად.

უცბად გაიარა 10 წელმა, ამ პერიოდში კიდევ ბევრი რამე გადავიტანეთ ჩვენი ნერვების ფასად, ვიცხოვრეთ ამდენი შიდა და გარე მტრის გარემოცვაში, მაგრამ მაინც მაგრად იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა, წინ მიიწევს. ამის თავი და თავი კი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც ჩვენთან ერთად უძლებდა იმ გაუგონარ თავდასხმებს, რასაც მის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებდა ის კრიმინალური ბანდა, რომელიც ყველა საშუალებით ცდილობდა ხელისუფლებაში დაბრუნებას.
გაუძლო და მასთან ერთად ჩვენც გავუძელით. რასაც დაჰპირდა, აუსრულა, მშვიდად, წყნარად, ყოველგვარი ძალადობის გარეშე, უკვე იქამდე მივიდნენ, რომ საკუთარი ხელით მარგინალდებიან. მადლობა ბიძინა ივანიშვილს და ჩემს საყვარელ ქართველებს.

ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს!
თან როგორი სიმბოლურია, მიშას დაჭერის წლისთავია!“, - წერს ფოჩხუა facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი