თამთა მეგრელიშვილი: „ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართველი ერის წინაშე დააჩოქა სისხლიანი რეჟიმი და მისი შემოქმედი დღეს გისოსებიდან გველაპარაკება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
661 01 ოქტომბერი 2022, 14:37

ძალადობა; კორუფცია; მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; სააკაშვილის მიერ გაყიდულ ომში რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება; ქართველი კაცისათვის ნამუსის ახდა; ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა; სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი პოლიტიკის ხელწერა იყო, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის ინტერესებსა და ღირსებაზე მორგებული პოლიტიკური ცხოვრებით ჩაანაცვლა, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში.

„ქართული ოცნება“ არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ევროპულ ღირებულებებსა და ქართულ სახელმწიფოებრივ ინტერესებს აერთიანებს!
„ქართული ოცნება“ არის ძალა, რომელმაც ქართველი ერის წინაშე დააჩოქა სისხლიანი რეჟიმი და მისი შემოქმედი დღეს გისოსებიდან გველაპარაკება!
დიახ, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მოღვაწეობის მეათე წელია გვაქვს ძალაუფლება რომელიც ემყარება არა გაუპატიურებული ქართველი კაცის შებღალულ სინდისს, არამედ ქართულ კანონს.
ძალადობა; კორუფცია; მედიის თავისუფლების ტოტალური შეზღუდვა; სააკაშვილის მიერ გაყიდულ ომში რუსეთისთვის ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის ჩაბარება;
ქართველი კაცისათვის ნამუსის ახდა;
ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა;
სააკაშვილის რეჟიმის სისხლიანი პოლიტიკის ხელწერა იყო, რომელიც
„ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის ინტერესებსა და ღირსებაზე მორგებული პოლიტიკური ცხოვრებით ჩაანაცვლა.
და თქვენ ოპოზიციონერებო არ მითხრათ რომ ვერ ხედავთ!
არ მითხრათ რომ გულში მაინც არ აღიარებთ ამ სიმართლეს!
დიახ, ქართველო ხალხო, „ქართული ოცნებისადმი“ გამოხატული თქვენი ნდობითა და პოლიტიკური ნებით აღიკვეთა ადამიანებზე ძალადობის პრაქტიკა,
აღიკვეთა პატიმრების სისტემური წამება და გაუპატიურება,
აღიკვეთა ბიზნესის ტოტალური რეკეტის პრაქტიკა,
აღიკვეთა თავდასხმა მედიასა და მედია მფლობელებზე;
აღიკვეთა ევროპისაკენ სისხლიანი ნაკვალევით სვლის პრაქტიკა.
თქვენ გაიმარჯვეთ, მეც თქვენთან ერთად და მეათე წელია საქართველოში
სისხლიან ხელებს არ იბანს სააკაშვილი და ამავე ხელებით არ აფრიალებს ქართულ დროშას.
მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს ქართულ პოლიტიკაში გარდამტეხი ეტაპისთვის და ახალი საქართველოს, სახელმწიფოს დაბადებისთვის!
მადლობა ყველა იმ ადამიანს ვისაც ამ პოლიტიკური ძალის იდეის პირველივე დღიდან სჯეროდა და დღესაც სჯერა.
საქართველოში აღარ ბნელა!
პოლიტიკური მანიაკის ის სისხლიანი ხელებიც ბორკილებდადებული და უმოქმედოა.
სახელმწიფო სახელმწიფოებრივად ვითარდება და ჯერ არაფერი დასრულებულა, ახლა იწყება და იწყება...“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი