გია აბაშიძე: Credit Suisse-ზე-მთავარი მოწმის გაქრობა სპეცსამსახურის ხელწერაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
584 05 ოქტომბერი 2022, 14:12

ცხადია, საბანკო სექტორისა და ქვეყნის იმიჯის შებღალვა არცერთი ხელისუფლებისა თუ ბიზნესელიტის ინტერესებშია. თუმცა, ეს შეზღუდვა ტრაგიკომიკურია და დროებითია,- ასე გამოეხმაურა ანალიტიკოსი გია აბაშიძე იურიდიული ფირმა „MKD“-ის პრეს-რელიზს.

მისი თქმით შვეიცარიული „კრედიტ სუისის“ ორკესტრირებული მეგათაღლითობა ყველა ზღვარს გასცდა.

„ამგვარ დაუჯერებელ ამბებს რომანში ანდა ფილმში თუ წააწყდები. თუმცა, რეალურად ხდება. შვეიცარიული „კრედიტ სუისის“ ორკესტრირებული მეგათაღლითობა ყველა ზღვარს გასცდა.
ძალიან საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ის ერთადერთი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი დასდეს მრავალწლიან და მილიარდიან დანაშაულში, მხოლოდ ხუთწლიანი სასჯელით შემოფარგლა. იგი "ობიექტურმა და სამართლიანმა" შვეიცარიულმა მართლმსაჯულებამ ვადაზე ადრე გაათავისუფლა. თუმცა, სამოქალაქო დავების არსებითი განხილვის დაწყებამდე ვადაზე ადრე გათავისუფლებულმა პატრის ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სპეცსამსახურების ხელწერა აშკარაა. "თვითმკვლელობის" ამ ზღაპარს ვერცერთი საღად მოაზროვნე დაიჯერებს.
სასამართლო დავებს ავტორიტეტული საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას უთმობს და აშუქებს სიმართლეს. მათგან განსხვავებით, საქართველოს ვითომ კრიტიკული მედია, რეალურად სააკაშვილის ომის პარტიის დღის წესრიგზე მორგებული, ამ თემას არ იმჩნევს. მიზეზი საყოველთაოდ ცნობილია - ამ საქმეშიც მოგებული ბიძინა ივანიშვილი დადებითი კუთხით როგორ უნდა გაშუქდეს? "ნაცების" ნარატივით, მან ყველაფერი "მიიტაცა".
საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება 2023 წლამდე არ იქნება ხელმისაწვდომი. ამის მიუხედავად, პროცესებზე ერთ დროს სანდო იმიჯის მქონე „კრედიტ სუისს“ იმდენად სუსტი არგუმენტები აქვს, რომ ასეთს იურიდიული ფაკულტეტის ოროსანი სტუდენტიც კი ვერ გაბედავდა.
შესაბამისად, იქმნება პოზიტიური გადაწყვეტილების ობიექტური მოლოდინი.
აშკარაა, რომ „კრედიტ სუისი“ და სხვა პოლიტიკური აქტორები მაქსიმალურად ცდილობენ შვეიცარიულ მედიაში ბიძინა ივანიშვილის პოზიციის დაფიქსირების ცენზურას. ცხადია, საბანკო სექტორისა და ქვეყნის იმიჯის შებღალვა არცერთი ხელისუფლებისა თუ ბიზნესელიტის ინტერესებშია. თუმცა, ეს შეზღუდვა ტრაგიკომიკურია და დროებითია. თანამედროვე ციფრული მედიის პირობებში არაფერი იმალება“- წერს აბაშიძე Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი