ზურაბ ქადაგიძე: ყველამ კარგად იცის ამერიკული ლობიზმი და მისი გავლენები განსაკუთრებით შვეიცარიაშია, სადაც დაწყებული საფინანსო-საბანკო ინსტიტუტების კონტროლი, დამთავრებული მას-მედიით სრულად მონოპოლიზირებულია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
587 07 ოქტომბერი 2022, 18:18
„საუკუნის ძარცვა" -ძალიან სწორად დაასათაურა ზაზა შათირიშვილმა შვეიცარული ბანკის დანაშაული, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს საქმე დიდი ხანია გასცდა იურიდიულ ნიუანსებს და მოიცვა, როგორც ფინანსურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცეები- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ზაზა შათირიშვილის განცხადების შესახებ. 

მისი თქმით დიდი მკითხაობა არ არის საჭირო, რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ 2008-10 წლებში მოქმედება ბანკმა, რომელმაც საკუთარი რეპუტაციაც კი შესწირა ამ საქმეს.

„საუკუნის ძარცვა" -ძალიან სწორად დაასათაურა ზაზა შათირიშვილმა შვეიცარული ბანკის დანაშაული, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ეს საქმე დიდი ხანია გასცდა იურიდიულ ნიუანსებს და მოიცვა, როგორც ფინანსურ-ეკონომიკური, ასევე პოლიტიკურ-საზოგადოებრივი სივრცეები...
ამ ვრცელ წერილში განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთი ნაწილი- "ამერიკელები შვეიცარიაში, პრაქტიკულად, ყველა გავლენიან ინსტიტუტს აკონტროლებენ, რაშიც საბანკო და სასამართლო სისტემებთან ერთად, მედიაც შედის."
დიდი მკითხაობა არ არის საჭირო, რომ მარტივი ლოგიკით მიხვდე, რატომ დაიწყო ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ 2008-10 წლებში მოქმედება ბანკმა, რომელმაც საკუთარი რეპუტაციაც კი შესწირა ამ საქმეს...
შემდეგ რეპუტაციაშერყეული ბანკის დანაშაული ერთ ადამიანს აჰკიდეს და როდესაც საქმე დასასრულისკენ უნდა წასულიყო, ამ ერთადერთმა მოწმემ საეჭვო ვითარებაში თავი მოიკლა...
შემდეგ დაიწყო  აღსრულების დროში გაწელვა და ევროკავშირის რეზოლუციის მოშველიება ალიბად...
ყველამ ძალიან კარგად იცის ამერიკული ლობიზმი და მისი გავლენები განსაკუთრებით შვეიცარიაშია, სადაც დაწყებული საფინანსო-საბანკო ინსტიტუტების კონტროლი, გაგრძელებული სასამართლო ხელისუფლებით და დამთავრებული მას-მედიით სრულად მონოპოლიზირებულია "ძლიერთა ამა ქვეყნისათა" ხელით...
მოკლედ, უცხადესია, რომ ეს "საუკუნის ძარცვა" დაიგეგმა და განხორციელდა არამხოლოდ ბანკის მენეჯერთა ხელით, არამედ  კონკრეტულ ლობისტურ ჯგუფებში, რომელთაც სურვილი ჰქონდათ და აქვთ ბიძინა ივანიშვილზე გავლენის მოპოვების...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი