რატომ გახდა ასეთი საძულველი ნაცსექტა? იმიტომ, რომ მათი ბუნებაა ასეთი - ადამიანურ ტრაგედიებზე სპეკულირებენ, უბედურებას დესტრუქციული დღის წესრიგის წინ წასაწევად იყენებენ და კისკისით "გლოვობენ"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
587 14 ოქტომბერი 2022, 12:03
რამდენი ტრაგედია უნდა გავიხსენოთ, სადაც ნაცგარეწრები სამარცხვინოდ არ ეცადნენ პოლიტიკური ქულების დაწერის უბადრუკ მცდელობას?! ამიტომაც ტოტალურად გამქრალია მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ავსულების გვერდით ხალხი არ დგას! - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის ირგვლივ გაჟღერებული სპეკულაციების შესახებ.  

მისი თქმით, დამნაშავენი მალე გამოვლინდებიან და კანონის წინაშე აგებენ პასუხს. 

„რატომ გახდა ასეთი საძულველი ნაცსექტა? იმიტომ, რომ მათი ბუნებაა ასეთი - რევანშიზმი, ბოროტება, ფარისევლობა და სიყალბე. ადამიანურ ტრაგედიებზე სპეკულირებენ, იყენებენ უბედურებას მათი მახინჯი, დესტრუქციული დღის წესრიგის როგორმე წინ წასაწევად და "გლოვობენ" კისკისით.  რამდენი ტრაგედია უნდა გავიხსენოთ, სადაც ნაცგარეწრები სამარცხვინოდ არ ეცადნენ პოლიტიკური ქულების დაწერის უბადრუკ მცდელობას?! 
ამიტომაც ტოტალურად გამქრალია მათი საზოგადოებრივი მხარდაჭერა. ავსულების გვერდით ხალხი არ დგას! 

ღმერთმა აცხოვნოს და შეიწყალოს ახლადშესვენებული მარიტა-მარიამის სული, ღმერთმა ძალა მისცეს მის ოჯახსა და ახლობლებს! ღმერთმა გვაშოროს მომავალი ტრაგედიები!
ვაკის პარკში მომხდარ საშინელებაში დამნაშავენი მალე გამოვლინდებიან და კანონის წინაშე აგებენ პასუხს“- წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.


სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი