ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია. დოკუმენტის რაობაზე ნათლად მეტყველებს, კენჭისყრაზე დამსწრეთა და რეზოლუციის მხარდამჭერთა მცირე რაოდენობა. (612 წევრიდან სულ რაღაც 56)
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
675 17 ოქტომბერი 2022, 14:56

დღეს, რეფორმა თუ რამეს სჭირდება, ეს არის - ევროპის ბიუროკრატია. მისი დეგრადაციის პროცესის გაგრძელება იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია. როგორ შეიძლება, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა გაჩნდეს, იმ ორგანიზაციის რეზოლუციაში, რომლის მთავარი მიზნებია - ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ორგანიზაცია „აი ია“-ს თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი წერს.

როგორც შაქარიშვილი აღნიშნავს, სააკაშვილი არის მმართველი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ გათელა ყველა ზემოთ ნახსენები ღირებულება და უმრავლესობა ვერ გახდებოდა ისეთი აქტის ხელმომწერი, რომელიც ყველა პრინციპს უარყოფს.

„დღეს, რეფორმა თუ რამეს სჭირდება, ეს არის - ევროპის ბიუროკრატია. მისი დეგრადაციის პროცესის გაგრძელება იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის უკანასკნელი რეზოლუცია. დოკუმენტის რაობაზე ნათლად მეტყველებს, კენჭისყრაზე დამსწრეთა და რეზოლუციის მხარდამჭერთა მცირე რაოდენობა. (612 წევრიდან სულ რაღაც 56).

ცხადია უმრავლესობა ვერ გახდებოდა ისეთი აქტის ხელმომწერი, რომელიც ყველა პრინციპს უარყოფს, რის გარშემოც ჩერჩილმა, ადენაუერმა, შუმანმა და სხვებმა დააფუძნეს ევროპის საბჭო. როგორ შეიძლება, სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა გაჩნდეს, იმ ორგანიზაციის რეზოლუციაში, რომლის მთავარი მიზნებია - ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის განმტკიცება და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფა. სააკაშვილი არის მმართველი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში ფეხქვეშ გათელა ყველა ზემოთ ნახსენები ღირებულება. ეს, ჩვენი შეფასება არ არის, არამედ მრავალგზის აღიარებულია, თავად ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიერ.

ნაცვლად იმისა, რომ ომიანობის და უდიდესი გეოპოლიტიკური რყევების დროს საერთაშორისო ორგანიზაციებმა მნიშვნელოვანი როლი იკისრონ, ისინი საკუთარი ხელით ძირს უთხრიან მათივე ავტორიტეტს.

ჯერ იყო და ევროპარლამენტის სამარცხვინო რეზოლუცია ვნახეთ, ახლა კი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ გაგვაოცა.

დრო იყო, ლიდერების ერთი სპიჩი, ერთი განცხადება, ერთი ინიციატივა მსოფლიო პოლიტიკას ცვლიდა. სამწუხაროდ, დღევანდელი ლიდერების უმრავლესობა ასეთ ევროპას გულმოდგინედ მარხავს“ - წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი