გიგა მაქარაშვილი: ყოველდღიურად ვშორდებით უკრაინულ პროცესს, რომელიც დაიძრა ძალიან მძიმე ფასად, უკრაინელი ბაშვების, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლის ფასად
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
713 25 ოქტომბერი 2022, 00:34
მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩვენ მთელი ხმით უნდა გავკიოდეთ, აფხაზეთს და სამაჩაბლოს უნდა ვყვიროდეთ მთელი ხმით, რომ რამენაირად მივეწებოთ უკრაინულ პროცესს, რომელიც დაძრულია და დაიძრა ძალიან მძიმე ფასად,  უკრაინელი ბაშვების, უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების სისხლის ფასად, ამ დროს ჩვენ სამწუხაროდ, არათუ გავკივივართ და ვცდილობთ, რომ მოვხვდეთ ამ პროცესში, ყოველდღიურად ვშორდებით  პროცესს და ძალიან მრცხვენია -  ამის შესახებ მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრმა გიგა მაქარაშვილმა ტვ „კავკასიის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მაქარაშვილმა აღნიშნა, უკრაინელები მასთან საუბრისას აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ფასად დაუჯდათ, მათ პრორუსი ხელისუფლება მოიშორეს. 
მისივე თქმით, დაიძრა რუსეთის მიერ დაწყებული მძიმე პროცესი, რომელმაც გააჩინა ერთგვარი შანსი იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს ძალიან კარგად. 

„ამ შვიდი თვის განმავლობაში ბევრ ადამიანს შევხვდი და ყოველდღიურად ბევრს ვხვდები, თითქმის 100% ამბობს, რომ ჩვენ ზუსტად ვიცით რას ნიშნავს, როცა პრორუსი ხელისუფლება გყავს და ჩვენ გამოვლილი გვაქვს ეს ყველაფერი. მე მითხრეს, რომ ერთ დღესაც უკრაინელებმა გადაწყვიტეს, რომ ასეთი ხელისუფლება აღარ უნდოდათ და მიუხედავად იმისა, რომ სისხლის ფასად, მაიდნის ფასად დაუჯდათ,  პრორუსი ხელისუფლება მოიშორეს და იციან, რომ ზუსტად იგივე გვჭირს ახლა. ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი მოძმე ერი გრძნობდეს სახელმწიფოებრივად თავისი უახლოესი მეგობრის გვერდში დგომას. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, დაიძრა რუსეთის მიერ დაწყებული მძიმე პროცესი, რომელმაც გააჩინა ერთგვარი შანსი იმისა, რომ შეიძლება ყველაფერი დასრულდეს ძალიან კარგად. ეს პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა თებერვლის ბოლოს, მარტში, აპრილის დასაწყისში, მას მერე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ უკრაინა ამ ომს არათუ არ წააგებს, არამედ აუცილებლად მოიგებს“- განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი