ზვიად კუპრავა მიჩვეულია ქუჩა-ქუჩა ჩხუბს და ცემას - საზოგადოება კიდევ ერთხელ, კარგად დაინახავს კუპრავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებს, ტყუილებსა და ამორალურ ქმედებებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
773 28 ოქტომბერი 2022, 23:48

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გამოეხმაურა ზვიად კუპრავას განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქმეს, რომელზეც დღეს მას პროკურატურა ედავება, პოლიტიკური სარჩული აქვს, საქმეში მონაწილე პირები ავთანდილ ცინცაძის სამეგობროდან და გარემოცვიდან არიან და ასევე, ბრალის წარდგენას კახი კალაძის მის მიერ აქტიურად მხილებას აბრალებს.

როგორც ავთანდილ ცინცაძე წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს ზვიად კუპრავა უდანაშაულო, კანონმორჩილ მოქალაქედ წარმოაჩინოს და სურს, რომ დანაშაულებით, ტყუილებითა და პროვოკაციებით საზოგადოება კიდევ ერთხელ შეიყვანოს შეცდომაში.

„დღეს ვიხილეთ კიდევ ერთი მცდელობა უნიჭო წარმოდგენის, სადაც „ნაციონალური მოძრაობა“ ზვიად კუპრავას უდანაშაულო, კანონმორჩილ მოქალაქედ წარმოჩენას ცდილობს. თავიანთი გამოცდილი ხერხით - დანაშაულებით, ტყუილებითა და პროვოკაციებით კიდევ ერთხელ სცადეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. 

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქმე არ აღძრულა მხოლოდ ზვიად კუპრავას მიმართ, არამედ, საქმე აღძრულია კახა ხაჩიძის მიმართაც. რაც შეეხება ზვიად კუპრავას, ის მიჩვეულია მსგავს სიტუაციებში ყოფნას - სასამართლო-სასამართლო სიარულს, ქუჩა-ქუჩა ჩხუბს და ცემას. ასევე, არ ერიდება სასამართლოებზე მოსამართლეების შეურაცხყოფას, რისთვისაც სასჯელიც კი აქვს მოხდილი. ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. უპატიოსნესი ადამიანი კახა ხაჩიძე დილით, ორსულ მეუღლესთან ერთად უბრალოდ იდგა და ელოდებოდა საარჩევნო უბნის გახსნას. შესაბამისად, ძალიან საწყენია მის მიმართ აღძრული საქმე. მას ბინძური ადამიანების, ბინძური პოლიტიკური ძალის პროვოკაციის, დანაშაულისა და მათი ბინძური დღის წესრიგის გამო მოუწევს სასამართლოში სიარული.

 რაც ყველაზე სასაცილოა, ჩაიდენთ დანაშაულებს, მოქმედებთ ამორალურად და როდესაც საქმე შეეხება თქვენს კანონის წინაშე პასუხისგებას, უტიფრად აბრალებთ კახა კალაძესა და მის გუნდს, ადამიანს, რომელიც ყველაფერს აკეთებს ქართველი ხალხის სასიკეთოდ. თუმცა, თქვენიც გასაგებია, სწორედ ეს ადამიანი, თავის გუნდთან ერთად, თქვენს ბინძურ ქმედებებს, დანაშაულებსა და იმ ყველაფერ ცუდს, რასაც აკეთებთ ქართველი ხალხის მიმართ, დაასრულებს, რაც თქვენ ასე ძალიან არ გინდათ! იმედი მაქვს, სასამართლო მალე დასრულდება და საზოგადოება კიდევ ერთხელ, კარგად დაინახავს ზვიად კუპრავასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებს, ტყუილებსა და ამორალურ ქმედებებს“, - წერს ავთანდილ ცინცაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი