გია აბაშიძე: „ნაცოპოზიციის“ ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა მანიპულატორმა თამარ კინწურაშვილმა და მისმა „მითების დეტექტორმა" მორიგ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
735 03 ნოემბერი 2022, 20:02

 „ნაცოპოზიციის“ ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა მანიპულატორმა თამარ კინწურაშვილმა და მისმა „მითების დეტექტორმა" მორიგ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე წერს.

მისი თქმით, რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოიშველია რა პოპულარული ამერიკული ტელეარხ Fox News-ის წამყვანისა და პოლიტიკური მიმომხილველის, ტაკერ კარლსონის განცხადება, "ტვიტერში" დაწერა: თავის გადაცემაში ტაკერ კარსოლნმა გვაუწყა - „დემოკრატმა კონგრესმენმა მერილენდიდან ჯეიმი რასკინმა განაცხადა, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს! რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს აშშ-ს. იმიტომ არა რომ აგრესორია".

როგორც გია აბაშიძე წერს, Fox News-ის ვიდეოში (იხილეთ ბმული) ტელეწამყვანი კარლსონი სწორედ ამას ამბობს სიტყვა სიტყვით ინგლისურად.

მისივე თქმით, გოგა ხაინდრავამ მკაფიოდ დაწერა, წყაროც დაასახელა თუ ვინ ახსენა კონგრესმენი და რა თქვა ამ ტელეწამყვანმა და თუ თამარ კინწურაშვილის „ნაცენჯეოს“ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, შნო და უნარი, ხშირად ჩაუჯდეს Fox News-ს და გადაამოწმოს მათ ეთერში გამოთქმული მოსაზრებები.

„ნაცოპოზიციის“ ერთ-ერთმა სახელგანთქმულმა მანიპულატორმა თამარ კინწურაშვილმა და მისმა "მითების დეტექტორმა" მორიგ შეცდომაში შეიყვანეს საზოგადოება.

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ მოიშველია რა პოპულარული ამერიკული ტელეარხ Fox News-ის წამყვანისა და პოლიტიკური მიმომხილველის, ტაკერ კარლსონის განცხადება, "ტვიტერში" დაწერა: თავის გადაცემაში ტაკერ კარსოლნმა გვაუწყა - "დემოკრატმა კონგრესმენმა მერილენდიდან ჯეიმი რასკინმა განაცხადა, რომ რუსეთი მართლმადიდებელი ქვეყანაა, რომელიც ტრადიციულ ღირებულებებს ქადაგებს, ამიტომ ის უნდა განადგურდეს!
რა ფასადაც არ უნდა დაუჯდეს ეს აშშ-ს. იმიტომ არა რომ აგრესორია".

Fox News-ის ვიდეოში (იხილეთ ბმული) ტელეწამყვანი კარლსონი სწორედ ამას ამბობს სიტყვასიტყვით ინგლისურად. გოგა ხაინრავამ მკაფიოდ დაწერა, წყაროც დაასახელა თუ ვინ ახსენა კონგრესმენი და რა თქვა ამ ტელეწამყვანმა. არც გოგა ხაინდრავა და არც არავინ არაა ვალდებული მემარჯვენე ამერიკულ ტელეარხებზე მიმოხილველების მიერ ნათქვამის "ფაქტჩექერობით" დაკავდეს.

თუ თამარ კინწურაშვილის „ნაცენჯეოს“ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, შნო და უნარი, ხშირად ჩაუჯდეს Fox News-ს და გადაამოწმოს მათ ეთერში გამოთქმული მოსაზრებები. თუმცა, ამას არ და ვერ გააკეთებენ. ნაცრევანშისტების ვასალ არასამთავრობოებს აქვთ დავალება, რომ მაქსიმალურად მოახდინონ "ქართული ოცნების" გუნდისა და მის მხარდამჭერთა დისკრედიტირება მათზე დეზინფორმაციისა და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებით“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

 

 

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი