დავით კეზერაშვილი რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა: ის შავი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ფლობს და აფინანსებს ,,კრიტიკულ მედიებს", ასევე სამოქალაქო სექტორის და ,,ავტორიტეტული ენჯეოების" ნაწილს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
737 04 ნოემბერი 2022, 11:47

 ეს გზა გაიარა წერა-კითხვის უცოდინარმა დავით კეზერაშვილმა ,,ქუჩის ბიჭობიდან" ოლიგარქამდე, გაიარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით. ბიზნესის რეკეტი, ბიუჯეტის ძარცვა, ელიტარული კორუფცია, ,,შავი სალარო", ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და კეზერა იყო მისი და მისი ოჯახის პირადი ,,კასირი" - წერს თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე.  

როგორც ბოჟაძე წერს, მოპარული ფულიდან ასეულობით მილიონი უკვე დაახარჯა და კიდევ ბევრ მილიონს დაახარჯავს დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და ენჯეოებს მაგრამ შედეგი იქნება აბსოლუტური ნული.


„აი, ეს გზა გაიარა წერა-კითხვის უცოდინარმა დავით კეზერაშვილმა ,,ქუჩის ბიჭობიდან" ოლიგარქამდე, გაიარა უშუალოდ მიხეილ სააკაშვილის ხელშეწყობით. ბიზნესის რეკეტი, ბიუჯეტის ძარცვა, ელიტარული კორუფცია, ,,შავი სალარო", ეს ყველაფერი მიხეილ სააკაშვილთან იყო შეთანხმებული და კეზერა იყო მისი და მისი ოჯახის პირადი ,,კასირი". დღეს ქართული ჯარისთვის ფულის მომპარავი დავით კეზერაშვილი რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი პერსონაა: ის შავი ფულით აფინანსებს პოლიტიკურ პარტიებს, ფლობს და აფინანსებს ,,კრიტიკულ მედიებს", ასევე სამოქალაქო სექტორის და ,,ავტორიტეტული ენჯეოების" ნაწილს, სწორედ ამიტომ შემოიხია ტანზე პოლიტიკოსთა, მედია-მენეჯერთა და ,,ენჯეოშნიკთა" ნაწილმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტზე, დიახ, უკრაინაში მიხეილ სააკაშვილის მომზადებული და საქართველოს რეალობაზე მორგებული კანონპროექტი პირველ რიგში კორუმპირებულ, საქართველოში ბიზნესის და ბიუჯეტის ძარცვით გამდიდრებულ კეზერაშვილს შეეხება და მერე სხვებს. მოპარული ფულიდან ასეულობით მილიონი უკვე დაახარჯა და კიდევ ბევრ მილიონს დაახარჯავს დავით კეზერაშვილი ოპოზიციას, მის მიერ მართულ მედიებს და ენჯეოებს მაგრამ შედეგი იქნება აბსოლუტური ნული, რადგან სისხლიანი და რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის ხელისუფლებაში დაბრუნებას საქართველოს მოსახლეობა არასდროს დაუშვებს, არასდროს!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი