გიორგი კალანდია „რადიო თავისუფლებას“: გრცხვენოდეთ ამ ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის ბატონებო! ეს ქართველობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც წარმატება არ უწერია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
605 07 ნოემბერი 2022, 12:25
ნახეთ ქართველობას როგორ მოგვილოცეს 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღე!? ამაზრზენი და უხეირო ჭორით! რატომ გახდა ამ ბინძური და სამარცხვინო ტყუილის მაინც და მაინც დღეს გამოქექვა და გამოქვეყნება საჭირო?! რუსული ნარატივით გაჟღენთილი XIX საუკუნის ეს სიბინძურე მაშინ ქართველობისათვის ერეკლე მეფის შეძულებას ისახავდა მიზნად!- ასე გამოეხმაურა ისტორიკოსი, ხელოვნების სასახლის გენერალური დირექტორი, გიორგი კალანდია „რადიო თავისუფლების“ მიერ გამოქვეყნებულ ერეკლე მეორის დაბადების დღისადმი მიძღვნილ სტატიას. 

მისი თქმით, როცა მთელი საქართველო სახელოვანი მონარქის დაბადების დღეს ბატონის ციხეში დიდი გამოფენითა და ახლად გამოცემული უნიკალური ალბომით ზეიმობს ქართული პრესა (თუ ამას პრესა ქვია) სამშობლოში ქართველობას ამ ბინძური ჭორით ულოცავს პატარა კახის დაბადების დღეს!


„იშვიათად ვყოფილვარ ასეთი აღშფოთებული! სამწუხაროდ რადიო "თავისუფლება" (ქართული გამოცემა) ყველაზე მდარე ბულვარულ და ყვითელ პრესას დაემსგავსა! ნახეთ ქართველობას როგორ მოგვილოცეს 7 ნოემბერს ერეკლე მეფის დაბადების დღე!? ამაზრზენი და უხეირო ჭორით! რატომ გახდა ამ ბინძური და სამარცხვინო ტყუილის მაინც და მაინც დღეს გამოქექვა და გამოქვეყნება საჭირო?! რუსული ნარატივით გაჟღენთილი XIX საუკუნის ეს სიბინძურე მაშინ ქართველობისათვის ერეკლე მეფის შეძულებას ისახავდა მიზნად! დღესაც მიზანი იგივეა! დღეს როცა მთელი საქართველო სახელოვანი მონარქის დაბადების დღეს ბატონის ციხეში დიდი გამოფენითა და ახლად გამოცემული უნიკალური ალბომით ზეიმობს ქართული პრესა (თუ ამას პრესა ქვია) სამშობლოში ქართველობას ამ ბინძური ჭორით ულოცავს პატარა კახის დაბადების დღეს! ეს ის პატარა კახია, რომელიც ინგლისელებმა გმირ ჰერაკლეს შეადარეს, ირლანდიელებმა " ახალი ჰერკულესი" უწოდეს, პორტუგალიელებმა და პრუსიელებმა "აღმოსავლეთის ლომად" შერაცხეს! სულმნათი და ნეტარხსენებული მეფე ერეკლე, რომელიც ქართველობამ დაჩეხილი და ასგზის ნაიარევი სხეულით დაკრძალა და სვეტიცხოვლის დიდ ტაძარში დაფლულ საქართველოს "ცხელ გულად" მიიჩნია...  " ბრწყინვალე მეფე საქართველოისა" - ეს კი ილია ჭავჭავაძის სიტყვებია! ასე რომ გრცხვენოდეთ ამ ამაზრზენი პასკვილის გამოცხობისა და გავრცელებისათვის ბატონებო! ეს ქართველობასთან ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია რომელსაც წარმატება არ უწერია“- წერს გიორგი კალანდია.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი