ვატო შაქარიშვილი: დევიდ ლის საქმე არის ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
617 14 ნოემბერი 2022, 11:32

ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ აზრს გამოხატავდა. „კუდში” და „სოდში” კი არა, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს და სიტყვის თავისუფლების და დიადი ევროპული მიზნების სახელით “გაპრესეს” და საკუთარი დაფუძნებული ორგანიზაციიდან წასვლა მოსთხოვეს. იმიტომ, რომ მათი გავლენის აგენტები სამართლიანად გააკრიტიკა და ამხილა! კაპიტანი გიგაურის კრიტიკა კი, ევროკავშირის ელჩმა და ევროპარლამენტარებმა სახეში გაწნილი სილასავით მიიღეს და სადამსჯელო ღონისძიებებიც გაატარეს! - წერს „აი იას“ თანადამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი დევიდ ლის განცხადების შესახებ.
შაქარიშვილის მოსაზრებით, აღნიშნული ქმედებით, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი ფეხქვეშ გათელეს, როცა სუვერენულ სახელმწიფოში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ადამიანი, აზრის გამოხატვის გამო დასაჯეს!
„წარმოგიდგენიათ, რას ჰყვება დევიდ ლი…?! ევროპარლამენტარი კუბილიუსი და ევროკავშირის ელჩი, ადამიანს საკუთარი აზრის გამოხატვის გამო, გარჩევებს უწყობდნენ და მასზე ზეწოლას ახდენდნენ! ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ დევიდ ლიმ დატოვა “ევროპული ბიზნეს ასოციაციის” ხელმძღვანელის პოსტი.
გასაგებია, რატომ „უპრავებდნენ” სააკაშვილს სხვა ყველა სისასტიკესთან ერთად ბიზნესზე ძალადობას იმიტომ, რომ თვითონაც ამ “ღირებულებების” ხალხია.
დევიდ ლის, ჩამოსვლისთანავე მოუწია სააკაშვილის რეჟიმის პირობებში უმსხვილესი კომპანიის(მაგთი) მართვა. საკუთარ თავზე გადაიტანა რეპრესიები, არ გაქცეულა, დღემდე საქართველოში ცხოვრობს და ევროპული ინვესტიციების მოზიდვაზე მუშაობს.
წარმოიდგინეთ, ეს ადამიანი მხოლოდ იმიტომ დასაჯეს, რომ სოციალური ქსელის საშუალებით საკუთარ აზრს გამოხატავდა. „კუდში” და „სოდში” კი არა, ევროკავშირის ოფისში დაიბარეს და სიტყვის თავისუფლების და დიადი ევროპული მიზნების სახელით “გაპრესეს” და საკუთარი დაფუძნებული ორგანიზაციიდან წასვლა მოთხოვეს. იმიტომ, რომ მათი გავლენის აგენტები სამართლიანად გააკრიტიკა და ამხილა! კაპიტანი გიგაურის კრიტიკა კი, ევროკავშირის ელჩმა და ევროპარლამენტარებმა სახეში გაწნული სილასავით მიიღეს და სადამსჯელო ღონისძიებებიც გაატარეს!

დევიდ ლის საქმე არის ევროპული ბიუროკრატიის დეგრადირების კიდევ ერთი მკაფიო მაგალითი! აღნიშნული ქმედებით, ადამიანის ყველა ფუნდამენტური უფლება და საერთაშორისო სამართლის ყველა ძირითადი პრინციპი ფეხქვეშ გათელეს, როცა სუვერენულ სახელმწიფოში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ადამიანი, აზრის გამოხატვის გამო დასაჯეს! სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება და აუცილებლად მიმაჩნია გამოძიების დაწყება!“ - წერს შაქარიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი