ვლადიმერ ბოჟაძე - სურთ შექმნან ილუზია რომ ოლიგარქი დავით კეზერაშვილის უკან გავლენიანი დასავლური ძალები დგანან, თუმცა მის აღმატებულება ქართველ ხალხს და ამომრჩეველს, ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს და უკვე დიდი ხანია ვეღარავინ ატყუებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
645 15 ნოემბერი 2022, 11:51
სავარაუდოდ კურტ ვოლკერმა(ჭკუას რომ გვარიგებს ხოლმე) და მისმა ქართველმა მეუღლემ საკუთარი კავშირები კეზერას სამსახურში უნდა ჩააყენონ: ია მეურმიშვილის მეგობარი ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები და ,,ენჯეოშნიკები" საქმეში უკვე ჩაერთნენ, ერთი-ორ მასავით ყოფილ ჩინოსანს კურტიც შეახვედრებს კეზერას და ეგ არის, შეიქმნება ილუზია რომ ოლიგარქი დავით კეზერაშვილის უკან გავლენიანი დასავლური ძალები დგანან, თუმცა მის აღმატებულება ქართველ ხალხს და ამომრჩეველს, ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს და უკვე დიდი ხანია ვეღარავინ ატყუებს, 2012 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი მთელ ,,ნაციონალურ მოძრაობას" - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ყოფილი თავდაცვის მინისტრის დავით კეზერაშვილის და ამერიკელი მაღალჩინოსნის კურტ ვოლკერის ლონდონში შეხვედრას.

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, რამდენი მილიონიც არ უნდა „აახიონ“ ოლიგარქ კეზერაშვილს არც მას და არც „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ეშველებათ და ხელისუფლებაში ვერანაირი სცენარით ვერ დაბრუნდებიან.
„როგორც ჩანს კრიმინალი კეზერაშვილის საქართველოს ჯარისთვის მოპარული, ქართული ბიზნესისთვის ,,შეწერილი" და ევროპელი პენსიონერებისთვის ქოლცენტრებიდან ,,ახეული" ფული, ქართველების ამერიკელ სიძემდეც მიაღწია. სავარაუდოდ კურტ ვოლკერმა(ჭკუას რომ გვარიგებს ხოლმე) და მისმა ქართველმა მეუღლემ საკუთარი კავშირები კეზერას სამსახურში უნდა ჩააყენონ: ია მეურმიშვილის მეგობარი ქართველი პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ექსპერტები და ,,ენჯეოშნიკები" საქმეში უკვე ჩაერთნენ, ერთი-ორ მასავით ყოფილ ჩინოსანს კურტიც შეახვედრებს კეზერას და ეგ არის, შეიქმნება ილუზია რომ ოლიგარქი დავით კეზერაშვილის უკან გავლენიანი დასავლური ძალები დგანან, თუმცა მის აღმატებულება ქართველ ხალხს და ამომრჩეველს ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვს და უკვე დიდი ხანია ვეღარავინ ატყუებს, 2012 წლის 1 ოქტომბრის განაჩენი მთელ ,,ნაციონალურ მოძრაობას", მის ყველა ლიდერს, გაქცეულ და დაპატიმრებულ კრიმინალებს, მათ მხარდამჭერ (ვითომ გამიჯნულ) ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს, ექსპერტებს და ,,ენჯეოშნიკებს", მათ უცხოელ ლობისტებსაც ეხებათ და ეს განაჩენი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მოპარული ფულიდან რამდენი მილიონიც არ უნდაა ,,აახიოთ" ოლიგარქ კეზერაშვილს არც მას და არც თქვენ არასდროს არაფერი გეშველებათ, ხელისუფლებაში ვერანაირი სცენარით ვერასდროს დაბრუნდებით, ვერასდროს!“ - წერს ბოჟაძე facebook - ზე
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი