ლევან ნიკოლეიშვილი კურტ ვოლკერზე: ეს ის "ყმაწვილია," რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს და საქართველოს ნატო-ში "ექაჩება," ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
663 15 ნოემბერი 2022, 12:21
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს დავით კეზერაშვილისა და ამერიკელი მაღალჩინოსნის, კურტ ვოლკერის შეხვედრის ფოტოს და წერს, რომ კურტ ვოლკერი ის "ყმაწვილია," რომელიც საქართველოს ნატო-ში "ექაჩება," ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე!
„რა არის ახლა ქვემოთ მოყვანილ სურათებში უჩვეულო ან გასაკვირი? კაცმა რომ თქვას არაფერი, ერთგან ორი ადამიანი მენიუს უყურებს, მეორე კი ქორწილის სურათია. რა არის ამ სურათებში ყველაზე ლამაზი, გეთანხმებით თაიგული, დიახ ყვავილების თაიგული! რაც შეეხება ადამიანების თაიგულს, აქ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ძებნილი, ბრალდებული, ნაცების და მათი ტელევიზიების დამფინანსებელი კეზერაშვილი, "კრიტიკული" მედიის "თვალსაჩინო" წარმომადგენელი ეკა კვესიტაძე და "ჩვენი ამერიკელი მეგობარი" კურტ ვოლკერი! კეზერა და კვესიტაძე კი ვიცით ვინც არიან, ვოლკერზე კი შეგახსენებთ, ეს ის "ყმაწვილია," რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება არ უყვარს( განსხვავებით წინა ხელისუფლებისა), და საქართველოს ნატო-ში რომ "ექაჩება," ოღონდ სამაჩაბლოსა და აფხაზეთის გარეშე! ხოდა ამ ფონზე და ამ სურათებში ყვავილების თაიგული, რომ არის ყველაზე ლამაზი რა გასაკვირია!“- წერს ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი