თამთა მეგრელიშვილი: სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შემდეგ სააკაშვილს რა მორალური უფლება აქვს პრეტენზია ჰქონდეს ციხის პირობებზე?!
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1057 19 ნოემბერი 2022, 14:56
,,სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ის რჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ რომელიც სააკაშვილის სისტემას ჰქონდა,” - წერს მოძრაობა ,,ხალხის ძალის” წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს სულხან მოლაშვილი დღემდე რჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ რომელიც სააკაშვილის სისტემას ჰქონდა.
,,დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა! სულხან მოლაშვილი სააკაშვილის პირადი პატიმარი იყო! სულხან მოლაშვილის 1365 დღიანი წამების ქრონიკამ კიდევ ერთხელ ამხილა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი.
პერიოდი მისი დაკავებიდან გარდაცვალებამდე იყო წინასწარ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა.
სულხან მოლაშვილი დაკავებული იქნა სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და კორუფციის ბრალდებით, რატომ?! იმიტომ რომ მან კონტროლის პალატის თავმჯდომარეობის პოსტზე ყოფნის დროს გაბედა და შეისწავლა მიხეილ სააკაშვილის საქმიანობა იუსტიციის მინისტრობისა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ყოფნის დროს, სადაც უამრავი დარღვევები აღმოაჩინა.
სააკაშვილმა მას სწორედ ამ სიმართლის თქმა არ აპატია და ციხეში გამოამწყვდია.
იქ მისი წამებით ერთობოდნენ იმ დროინდელი მაღალჩინოსნები. ის პირადად ასახელებდა სამ პირს, ვინც მის წამებას ორგანიზატორობდნენ და ესწრებოდნენ კიდეც, მათ შორის ბოკერიასაც. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ 2014 წელს დაადასტურა, რომ სულხან მოლაშვილი იყო წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი და, რომ მოლაშვილის წინააღმდეგ ევროკონვენციის 4 მუხლი დაირღვა.
დიახ, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ საქართველომ სულხან მოლაშვილის მიმართ დაარღვია ევროკონვენციის. ყველაზე მძიმე მუხლები: წამების აკრძალვა,
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება,
სამართლიანი სასამართლო უფლება, მე-6 მუხლის ქვეპუნქტებიდან ერთ-ერთი იყო უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, დაცვის უფლების დარღვევა, ზოგადად არასამართლიანი სასამართლო და მეოთხე, წმინდა პოლიტიკური მე- 14 მუხლი, დისკრიმინაციის აკრძალვა. საიდანაც პირდაპირ ჩანდა, რომ მისი პატიმრობა იყო ხელისუფლების სურვილი, პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორება.
სასამართლომ თქვა, რომ წამება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და სამართლიანი სასამართლოს წართმევა დაკავშირებული იყო შურისძიების მოტივთან, პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან და პირად ანგარიშსწორებასთან.
სააკაშვილის რეჟიმის მიერ ნაწამები და დასნეულებული სულხან მოლაშვილი 47 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ ის რჩება იმ დიდი უსამართლობის სახედ რომელიც სააკაშვილის სისტემას ჰქონდა. გეკითხებით ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს რა მორალური უფლება აქვს სიტყვა დაძრას და პრეტენზია ჰქონდეს ციხის პირობებზე?! ( რაციონს ურჩევენ, ყველა გამოვლენილი სიმპტომატიკის შესაბამისად მკურნალობენ, ვიზიტორებს პრეზიდენტივით ხვდება) მე თუ მკითხავთ მან ყოველ დღე უნდა ილოცოს, რომ მისი დროის ციხეში არ ზის! რომ არ აწამებენ, გარდაცვლილი პატიმრის სხეულზე არ აბავენ და ტანზე სიგარეტს არ აწვავენ!!! ეგდოს იქ სადაც არის და მადლობა თქვას როგორც არის!” - წერს მეგრელიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი