ლევან ნიკოლეიშვილი: ამ მართლაც არაადამიანებს, რომლებსაც სულხან მოლაშვილისა და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ გააჩნიათ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
667 19 ნოემბერი 2022, 15:47

დღეს, სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის რომელიც არაადამიანებმა ჯერ დაიჭირეს, მერე იმ დონეზე აწამეს, რომ საბოლოდ თავისუფლებაზე მყოფმა მაინც ვერ გაუძლო მისმა ღირსეულმა გულმა და სამწუხაროდ სამუდამოდ განეშორა წუთისოფელს, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მოლაშვილის საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, უკრაინაში ყოფილა გაქცეული და საქართველოში დარჩენილებს ბოძზე გაკვრით ემუქრება.

„დღეს სულხან მოლაშვილის დაბადების დღეა, ადამიანის რომელიც არაადამიანებმა ჯერ დაიჭირეს, მერე იმ დონეზე აწამეს, რომ საბოლოდ თავისუფლებაზე მყოფმა, მისმა ღირსეულმა გულმა, მაინც ვერ გაუძლო და სამწუხაროდ, სამუდამოდ განეშორა წუთისოფელს. ამ დროს კი, ამ მართლაც ამ არაადამიანებს, რომლებსაც სულხანისა და მისი ოჯახის გაუბედურებაში წვლილი აქვთ შეტანილი, არავითარი სინანულის გრძნობა და განცდა არ გააჩნიათ. უფრო მეტიც, თავის დროზე მისი საქმის პროკურორი ვალერი გრიგალაშვილი, აგერ, თურმე, უკრაინაში ყოფილა გაქცეული და იქიდან ბოძზე გაკვრით გვემუქრება აქ დარჩენილებს, მისგან გადარჩენილებს. მაგრად მაინტერესებს უკრაინულ მხარეს რომ ვთხოვოთ მისი გადმოცემა, რა პირობებს დაგვიყენებენ, რუსეთთან ომს, ნაციონალებისთვის ხელისუფლების გადაცემას, თუ რამე იქნება ახალი და უფრო მზაკვარი.

და აქვე, ისიც აუცილებლად უნდა დავამატო, როდემდე უნდა იყოს უკრაინა საქართველოდა გაქცეულ კრიმინალებისა თუ ჯალათების თავშესაფარი? ჩვენ კი დიდსულოვნად ვიფარებთ მათ ლტოლვილებს, მათ შორის იმ ასაკის მამაკაცებს, რომლებიც წესით, ჯარში უნდა იყვნენ და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად იბრძოდნენ.

კარგით, ქართველებმა ვიცით სტუმრის მიღება და ეს ამბები სხვა დროს იყოს, მაგრამ აქედან წასული ჯალათები უკრაინაში და იქიდან მათ მიერ ჩვენზე მუქარები მაინც რა უბედურებაა, რა ამორალურობაა და უსინდისობაა, რომელსაც არანაირი გამართლება არა აქვს!“, - წერს ნიკოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი