ვიდეო, სადაც ფონ დერ ლაიენი ახმოვანებს ომში უკრაინელების ადამიანური დანაკარგების ოდენობას, ერთი-მეორის მიყოლებით გაქრა ჯერ თავმჯდომარის პირადი ტვიტიდან, შემდგომ - იუთუბ არხიდან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
713 01 დეკემბერი 2022, 14:22
ერთი მეორის მიყოლებით - ჯერ ქალბატონი თავმჯდომარის პირადი ტვიტიდან, შემდგომ - იუთუბ არხიდან, გაქრა მისი გამოსვლის პირვანდელი ვიდეორგოლი. ის ვიდეო, სადაც ფონ დერ ლაიენი ახმოვანებს ამ ომში უკრაინელების ადამიანური დანაკარგების ოდენობას: 100 ათასი სამხედრო და 20 ათასი სამოქალაქო პირი. ვინც მოვასწარით ამ აღიარების ყურება, მაშინვე გავოცდით - იმდენად განსხვავებული სურათი დახატა EU-ს პირველმა პირმა, ოფიციალური კიევის მონაცემებთან შედარებით - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ურსულა ფონ დერ ლაიენის ბრიფინგს. 

როგორც ქართველიშვილი წერს, ვინც მოასწრო ფონ დერ ლაიენის აღიარების ყურება ყველა გაოცებული დარჩა, იმდენად განსხვავებული სურათი დახატა EU - ს პირველმა პირმა, ოფიციალური კიევის მონაცემებთან შედარებით. 



„24-მა საათმა ისე გაიარა, რომ რეალობასთან ახლოს მდგომი პასუხი შეკითხვაზე: ბოლო ბოლო ვინ "გადაუფრინა" გუშინ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენის "ბუდეს", რომელმა "გუგულმა" - მე არ შემხვედრია. ევროკომისიის თავმჯდომარის გუშინდელი მოულოდნელი ბრიფინგი ალბათ მაინც პრეზიდენტ ზელენსკის "ბუღალტერიამ" განაპირობა, რომელმაც ქვეყნის აღდგენის საფასურად - 3 ტრილიონი ევრო მოითხოვა. ამან გამოიწვია ქალბატონი ურსულას საპასუხო კალკულაცია - რომ მაგ საქმეს 600 მილიარდიც ეყოფაო.
მაგრამ არც ეს იყო მისი გუშინდელი გამოსვლის ყველაზე დამაინტრიგებელი მომენტი. ერთი მეორის მიყოლებით - ჯერ ქალბატონი თავმჯდომარის პირადი ტვიტიდან, შემდგომ - იუთუბ არხიდან, გაქრა მისი გამოსვლის პირვანდელი ვიდეორგოლი. ის ვიდეო, სადაც ფონ დერ ლაიენი ახმოვანებს ამ ომში უკრაინელების ადამიანური დანაკარგების ოდენობას: 100 ათასი სამხედრო და 20 ათასი სამოქალაქო პირი. ვინც მოვასწარით ამ აღიარების ყურება, მაშინვე გავოცდით - იმდენად განსხვავებული სურათი დახატა EU-ს პირველმა პირმა, ოფიციალური კიევის მონაცემებთან შედარებით.
მაგრამ, არც ეს არის ყველაზე საინტერესო. როდესაც ბრიუსელი კარნახობს მთელს კონტინენტს, თუ სად გადის აზრის გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების "ოქროს" დასავლური სტანდარტი - ლოგოკური კითხვაა: ვის ხელში გადის თავად ევროკომისიის თავმჯდომარის ეს ფუძემდებლური უფლებები. ვინ იყო მისი გუშინდელი ცენზორი, ვინ წყვეტდა მის საინფორმაციო თავისუფლების საზღვრებს, ვინ ახდენდა მათ "საჭირო" დოზირებას? მასზე უფრო გავლენიანი თანამდებობის პირი EU-ს ფარგლებში მე არ მეგულება. პრეზიდენტი ზელენსკი? საიდან ასეთი ძალაუფლება? რომის პაპი? გამოვრიცხავ! იქნებ თეთრი სახლი? რა ვიცი...რა ვიცი...როგორ დავიჯერო?“ - წერს ქართველიშვილი facebook - ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი