ზურაბ ქადაგიძე: თუ „დოჟდი“ ირიბად მუშაობს რუსეთზე, გამოდის, რომ ჩვენი ლიბერ - ელიტა, ვინც ვენები გადაიჭრა „დოჟდის“ ჟურნალისტის არშემოშვებაზე, პირდაპირ მუშაობს კრემლზე?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
535 06 დეკემბერი 2022, 13:42

ტელეკომპანია „დოჟდის“ ამბავი ხომ გახსოვთ, ჟურნალისტის არშემოშვებაზე რომ გაგიჟდა, გადაირია ლЯკა ხოშტარია და ჩვენი გენმოდიფიცირებული ლიბერ-ელიტა? ჰო და ლატვიაში ამ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუჩერეს... ნეტა რატომ? თუ „დოჟდი“ ირიბად მუშაობს კრემლზე, ლიბერ-ელიტა ვინც ჟურნალისტის არ შემოშვება გააპროტესტა, პირდაპირ მუშაობს კრემლზე? - წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, ჩვენს გზააბნეულ აქტივისტებს მინიმუმ სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებინებენ, ლიაკა ხოშტარია კი ხელფასს იღებს.

„ტელეკომპანია „დოჟდის“ ამბავი ხომ გახსოვთ, ჟურნალისტის არშემოშვებაზე, რომ გაგიჟდა, გადაირია ლЯკა ხოშტარია და ჩვენი გენმოდიფიცირებული ლიბერ-ელიტა?
ჰო და ლატვიაში ამ ტელეკომპანიას მაუწყებლობა შეუჩერეს... ნეტა რატომ?
ლატვიის მასობრივი ინფორმაციის ელექტრონული საშუალებების საბჭომ ტელეარხი „დოჟდი“ 10 000 ევროთი დააჯარიმა ანექსირებული ყირიმის რუკის რუსეთის შემადგენლობაში და რუსულ ჯართან მიმართებაში სიტყვა „ჩვენი“- ს გამოყენების გამო.
2 დეკემბერს ლატვიის უშიშროების სამსახურმა, VDD-მ, დაიწყო გამოძიება „დოჟდის“ მიმართ და აღნიშნა, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის ნებისმიერი მხარდაჭერა მიუღებელია მედიაორგანიზაციისთვის, რომელიც ლატვიაში მუშაობს.“
ჰოოო და რაშია საქმე? ესენი თუ ირიბად რუსეთზე მუშაობენ, მაშინ რა გამოდის, რომ ჩვენი ლიბერ - ელიტა, ვინც ვენები გადაიჭრა „დოჟდის“ ჟურნალისტის არ შემოშვებაზე, პირდაპირ მუშაობს კრემლზე?
ნუ მინიმუმ სასარგებლო იდიოტების როლს ასრულებინებენ, ჩვენს გზააბნეულ სამოქალაქო აქტივისტებს...
ლяკა ხოშტარია კი ხელფასს იღებს....“ - წერს ქადაგიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი