თამთა მეგრელიშვილი: ომის ეშინიათ მაგრამ ომი უნდათ იმიტომ, რომ "ნაციონალური მოძრაობა", ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ყველაზე მეტად რუსეთის დასაყრდენია ქართულ სახელმწიფოში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
536 07 დეკემბერი 2022, 13:20

"ნაციონალურ მოძრაობა" პოლიტიკურ აგონიაშია, მაინც რაღაც არ ყოფნით, სამგლოვიარო ლენტები და დროშა დაშვებული საქართველოს ხილვა უნდათ, დაბომბილი საქართველო და თბილისი უნდათ და დაუფარავად აცხადებენ, რომ თურმე ამით სირცხვილს ჩამოირეცხავენ- წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, სამწუხაროდ ყველაფერი ნათელია, საქართველოს მიმართ ინტერესი, ის ჩაერთოს ომში და ომის მხარედ იქცეს დიდია.

„"ნაციონალური მოძრაობა" არის ანტისახელმწიფოებრივი ძალა კლანური პარტიული კულტურითა და პარტიკულარული ინტერესებით.
ძალა რომელიც დგას იდეოლოგიურ კორუფციაზე და სისტემა რომელიც იკვებებოდა და იკვებება ქართველი კაცის დაღვრილი სისხლით!
პოლიტიკა არ არის დაუგეგმავი ინიციატივები და არც ხმამაღალი ყვირილი და სანახაობაზე გათვლილი სცენები, პოლიტიკა სიფრთხილის დიალოგია რომელიც დღეს ჩვენი სახელმწიფოს პოლიტიკური საუბრის მანერაა და ამ ანტისახელმწიფოებრივ ძალას სწორედ ეს აღიზიანებს.
მთელი საერთაშორისო საზოგადოება ხედავს და აღიარებს, რომ საქართველო არის უკრაინის გვერდით და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება მას, ასევე ყველა თანხმდება იმაზე, რომ საქართველოს შესაძლებლობის ფარგლები ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მოცემულობით განისაზღვრება.
"ნაციონალურ მოძრაობა" პოლიტიკურ აგონიაშია, მაინც რაღაც არ ყოფნით, სამგლოვიარო ლენტები და დროშა დაშვებული საქართველოს ხილვა უნდათ, დაბომბილი საქართველო და თბილისი უნდათ და დაუფარავად აცხადებენ, რომ თურმე ამით სირცხვილს ჩამოირეცხავენ, მაგრამ გაუგებარი რჩება - რა სირცხვილს?! - ვის წინაშე?!
ამ მძიმე პოლიტიკური პროცესების პარალელურად კოლექტიური მამულაშვილები აყალიბებენ სპეციალურ დანაყოფებს ქართული ლეგიონის ბაზაზე და საზარბაზნე ხორცად შესაწირად აგზავნიან ქართველებს რუსეთ - უკრაინის ბრძოლის ველზე.
მეომრებს შორის რა თქმა უნდა არიან ღირსეულნი, მაგრამ ამასთან მრავლად არიან "ნაიომნიკები", რომლებიც ომშიც კი თავის სარგებელს ეძებენ და ადეიშვილის, ლორთქიფანიძის ინტერესებს ატარებენ რადგან მიმდინარე ომთან საქართველოს ასოცირება უმოკლესი გზაა მეორე ფრონტისკენ!
სამწუხაროდ ყველაფერი ნათელია, საქართველოს მიმართ ინტერესი, ის ჩაერთოს ომში და ომის მხარედ იქცეს დიდია.
თან საქართველოს ომის მხარედ ქცევაზე ის ადამიანები ირჯებიან რომლებიც 2008 წელს საქართველოდან გასაქცევად წითელ ხიდზე ერთმანეთს ასწრებდნენ!
ომის ეშინიათ მაგრამ ომი უნდათ!!!
რატომ?! იმიტომ რომ " ნაციონალური მოძრაობა" ეს ანტისახელმწიფოებრივი ძალა ყველაზე მეტად რუსეთის დასაყრდენია ქართულ სახელმწიფოში!
მე არ მჯერა ელენე ხოშტარიას პატრიოტობის, თვის ბოლოს ჩარიცხულ რუბლს რომ ითვლის და ახურდავებს!
არ მჯერა კობა ნაყოფიასი, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და აქ რუსული ინტერესების პირდაპირი გამტარია!
არ მჯერა ამ "უქართველო ქართველების" არა!“- წერს მეგრელიშვილი Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი