ირაკლი ლატარია: მთელი მსოფლიო იმას ცდილობს, ომში მათი ჩართვა არ დაადასტურონ და საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, ქართველი მოხალისეების ბრძოლა წაახალისონ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
492 07 დეკემბერი 2022, 13:21

ასე რამ შეგაზიზღათ ეს ქვეყანა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და მიწასთან გასწორება გხიბლავთ? თან დავაკვირდი და იმ ძალის წარმომადგენლები მეპატრიოტებიან, რომლებიც 2008 ში წითელ ხიდზე ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ- წერს ექსპერტი ირაკლი ლატარია.

როგორც ექსპერტმა აღნიშნა, თვითონ მოსკოვიდან ხელფასებს იღებენ და ხელისუფლებას ომისკენ უბიძგებენ და უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე ისეთ რეაგირებებს სთხოვენ, რომელიც ომში ქვეყნის ჩართვას ნიშნავს.

„ოპოზიციონერები 24 საათი ციფრებით გვესაუბრებიან, ითვლიან იმ ინგლისელებს თუ ამერიკელებს რომლებიც უკრაინაში (მოხალისეებად) იბრძვიან.
არ დამიტოვებია არცერთი უცხოური სააგენტო თუ ტელევიზია და არსად წამიკითხავს და არც მომისმენია, რომელიმე ქვეყანას ეხსენებინოთ თავიანთი ქვეყნის წარმომადგენლის უკრაინაში დაღუპვა. თუ ვინმემ სადმე ნახეთ, იქნებ მეც მომაწოდოთ? მთელი მსოფლიო იმას ცდილობს, ომში მათი პირდაპირი თუ ირიბი ჩართვა არ დაადასტურონ და საქართველო არის ის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია ხელისუფლებას სთხოვს, ქართველი მოხალისეების ბრძოლა წაახალისონ.
ასე რამ შეგაზიზღათ ეს ქვეყანა, რომ მხოლოდ და მხოლოდ პრობლემები და მიწასთან გასწორება გხიბლავთ? თან დავაკვირდი და იმ ძალის წარმომადგენლები მეპატრიოტებიან, რომლებიც 2008 ში წითელ ხიდზე ერთმანეთს თავზე ახტებოდნენ...
თვითონ მოსკოვიდან ხელფასებს იღებენ და ხელისუფლებას ომისკენ უბიძგებენ და უკრაინაში დაღუპულ ქართველებზე ისეთ რეაგირებებს სთხოვენ, რომელიც ომში ქვეყნის ჩართვას ნიშნავს. . . .
ნებისმიერი ქართველის სიკვდილი, რა თქმა უნდა ქვეყნის დანაკარგია, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ყველა ქართველის დაცვას და მშვიდობას და ამიტომაც ვთვლი, რომ საკმაოდ სწორი პოზიცია აქვს მთავრობას და რაც მთავარია, ჩვენი ხელისუფლება გამოდის მსოფლიო პრაქტიკით და რომ მეევროპელებით აქ, მანახეთ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის და ა.შ პირველი პირების განცხადებები სადაც ისინი უკრაინაში დაღუპულ თავიანთ მოქალაქეებს სამხედრო აღლუმით მიაგებენ პატივს? საკუთარ თავზე განცდები და მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება რომ მოგწონთ და თან ომისკენ უბიძგებთ ხელისუფლებას, მართლა რომ გადადგას ეს ნაბიჯი ქვეყანამ, ხომ ზუსტად ვიცით ყველამ, რომ პირველი თქვენ მობურძგლავთ აქედან და უკვე სხვა ქვეყნიდან დაიწყებთ ახალ წიოკს, ომში როგორ ჩაითრია რუსეთმა საქართველოო?“- წერს ლატარია Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ვატო შაქარიშვილი: ვმადლობ უფალს, რომ ამ 8-მილიარდიან დედამიწაზე გავჩნდი საქართველოში და ჩემი ცხოვრების 34 წელიწადი ვიცხოვრე მისი უწმინდესობის პატრიარქობის პირობებში, რომელსაც მან „მზიანი ღამე“ უწოდა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
დავით ქართველიშვილი: უკანასკნელ ორ საუკუნეში, საქართველო უკვე მეორე ბუმბერაზ ილიას ემშვიდობება - რათა ცათა სასუფეველში მოიპოვოს სათავისოდ დიდი ზეციური მეოხი და მლოცველი...
თამარ ჩიბურდანიძე: პატრიარქმა დაამსხვრია ყველა სკეპტიკოსი დემოგრაფის აზრი და მსოფლიოს აჩვენა, როგორ შეიძლება ერის გენოფონდის გადარჩენა ფინანსების გარეშე, რწმენით და სიყვარულით
დავით ქართველიშვილი: მსოფლიოში ეს უნიკალური პრაქტიკა, შვიდგზის ლოცვა, დავით მეფის დანატოვრის თანახმად, სწორედ უწმინდესმა დანერგა და დაგვიტოვა
არქივი