გია აბაშიძე: საქართველომ უნდა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინას მიაწოდოს შეიარაღება და ორგანიზებულად გააგზავნოს მებრძოლები. და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ის „პუტინისტურია“, „ანტიდასავლური“ და „ანტიუკრაინულია“
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
427 07 დეკემბერი 2022, 13:24

2012 წლიდან მოყოლებული "ნაციონალური მოძრაობა" ყველა არჩევნებს აგებს. მაქსიმალური რესურსების მობილიზებითაც ვერ დაამტკიცა, რომ სადმე გაყალბებას (რაც არ ყოფილა ვერ დაამტკიცებდა) ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა მწვავე თემების სპეკულირებით, მანიპულაციებით იმ მასობრივი პროტესტის მდგრადი ტალღა ვერაფრით ააგორა, რომლითაც ნანატრ სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და 'საბრძოლო' ბარიკადებს შექმნიდა ქუჩაში და 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარს გაიმეორებდა. ღალატის პარტია მაინც არ ნებდება, რადგან დიდძალი შავი ფულის მფლობელია და მანიაკალურად სურს თანამდებობის კვლავ ხელში ჩაგდება იმ ფონზე, როცა საზოგადოების უმრავლესობა არ და ვერასდროს იქნება მის მხარეზე - წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, 2022 წლის 24 თებერვალს, ოკუპანტმა რუსეთმა გაუგონარი სისხლისღვრა დაიწყო სუვერენულ უკრაინაში. როგორც საქართველოში მომხდარი გაცილებით მცირემასშტაბიანი ტრაგედიებიდან, ახლა სასოწარკვეთილი სააკაშვილის „ლუზერი“ ძალა გაუგონარი უტიფრობით ცდილობს პოლიტიკურად ხელი მოითბოს უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფიდან.

„დესტრუქციულთა პოლიტტექნოლოგიის მოკლე ანატომია:
2012 წლიდან მოყოლებული "ნაციონალური მოძრაობა" ყველა არჩევნებს აგებს. მაქსიმალური რესურსების მობილიზებითაც ვერ დაამტკიცა, რომ სადმე გაყალბებას (რაც არ ყოფილა ვერ დაამტკიცებდა) ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა მწვავე თემების სპეკულირებით, მანიპულაციებით იმ მასობრივი პროტესტის მდგრადი ტალღა ვერაფრით ააგორა, რომლითაც ნანატრ სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და 'საბრძოლო' ბარიკადებს შექმნიდა ქუჩაში და 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარს გაიმეორებდა. ღალატის პარტია მაინც არ ნებდება, რადგან დიდძალი შავი ფულის მფლობელია და მანიაკალურად სურს თანამდებობის კვლავ ხელში ჩაგდება იმ ფონზე, როცა საზოგადოების უმრავლესობა არ და ვერასდროს იქნება მის მხარეზე.
2022 წლის 24 თებერვალს, ოკუპანტმა რუსეთმა გაუგონარი სისხლისღვრა დაიწყო სუვერენულ უკრაინაში. როგორც საქართველოში მომხდარი გაცილებით მცირემასშტაბიანი ტრაგედიებიდან, ახლა სასოწარკვეთილი სააკაშვილის 'ლუზერი' ძალა გაუგონარი უტიფრობით ცდილობს პოლიტიკურად ხელი მოითბოს უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფიდან.
მიმდინარეობს "ნაცების" მორიგი ვერაგი და ბინძური კამპანია. მონაწილეები: სექტის სპიკერები, ჯიბის მედია, ფსევდო-NGO-ები და თვითაღიარებული სპეციალისტები; ჩალისფასიანი უცხოელი აქტორები და რაც მთავარია, კიევში სააკაშვილის პოლიტიკური დესანტის მიერ უკრაინულ ისტებლიშმენტთან კარგად დალაგებული კავშირის მონაწილენი. ამ საკითხში სააკაშვილის ანტურაჟს მიეხმარა დასავლეთში ომის ანგარებიან წამქეზებელთა ინსტრუქცია-რეკომენდაციები. ამას ემატებიან უკრაინაში მებრძოლი ის მყრალი პროპაგანდისტი ქართველები ( ხაზგასმით ვწერ - ცხადია, ყველა არა!), რომლებიც ნაცჯალათური სისტემის ოფიცრები იყვნენ.
თემა - საქართველომ უნდა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინას მიაწოდოს შეიარაღება და ორგანიზებულად გააგზავნოს მებრძოლები. და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ის "პუტინისტურია", "ანტიდასავლური" და "ანტიუკრაინულია".
რევანშისტების მიერ, ბუნებრივია, იგნორირებულია ოკუპირებული საქართველოს რესურსები და პოტენციალი და ის დიპლომატიური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარება, რასაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად უწევს მეგობარ უკრაინას. მთავარია, აქ რუსეთმა ხელახლა და უფრო მეტად მიიტაცოს საქართველოს მიწა-წყალი, ჩამოიქცეს სახელმწიფო, გაჩანაგდეს ხალხი და ამით მანიაკი სააკაშვილის, მისი ვასალების ხეირის დროც დადგება.
ამ შავბნელ პროპაგანდას ეწევა ის მოღალატე ძალა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთს შემოუძღვა საქართველოს დასაპყრობად და ამ დროს რეჟიმის ვეზირთა დიდი ნაწილი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთმანეთს ასწრებდა ლაჩრულად გასაქცევად, მთავარსარდალი სააკაშვილი რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ფრანგი ტოპ დიპლომატის თვალწინ გორში მიწაზე ფორთხავდა; დაღუპული გმირი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვა; გადარჩენილების ევაკუაცია პირწმინდად ჩააფლავა შემოჭრამდე და მის მერე; დაუსაფლავებელი თანამემამულეების მიუხედავად, ფსევდოგამარჯვება იზეიმა რუსთაველზე; უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამომღები ოფიცრები წამებით მოკლა ან დააპატიმრა; ევროპის საბჭოს კაპიტულანტურ #1633-ზე ხელი მოუწერა კრემლს; ომის შემდეგ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები გადასცა ოკუპანტ ქვეყანას; აგვისტოს შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში კულტურული ღონისძიებების გამართვას ემუდარებოდა პუტინის რეჟიმს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში 'მწვანე აუნთო' ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ. და ა.შ. ჩამონათვალი ვრცელია ნაცგარეწარი ხელისუფლების ღალატის აღსაწერად.
ვერაგი და ლაჩარი "ნაცების" პროპაგანდას ვერასდროს აჰყვება საქართველოს გონიერი საზოგადოება. რაც მთავარია, ვერაფრით დაუშვებს მოღალატე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში დაბრუნებას მათი არაერთი ერთმანეთზე უარესი ავაზაკური გეგმების მიუხედავად.
მშვიდობა და განვითარება საქართველოს! გამარჯვება უკრაინას!“ - წერს აბაშიძე facebook - ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი