საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!-არჩილ თალაკვაძე სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
609 17 დეკემბერი 2022, 17:56
საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერას არჩილ თალაკვაძე ეხმაურება,



"სტრატეგიული შეთანხმების ხელმოწერა აზერბაიჯანის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარებისა და გადაცემის თაობაზე არის ისტორიული. ევროკავშირისთვის მწვანე ენერგიის მიწოდების პროექტში მონაწილეობით, საქართველომ დაამტკიცა, რომ რეგიონში ევროპის და ევროატლანტიკური ალიანსის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საიმედო მოკავშირეა.
ეს პროექტი აძლიერებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიებს და ძლიერ იმპულსს აძლევს ეკონომიკას, რაც აუცილებლად დადებითად აისახება ინვესტიციებზეც. ამის პარალელურად, პრემიერ მინისტრის სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო ახალი ენერგეტიკული პროექტების გაშვება ქვეყანაში და ანაკლიის პორტის მშენებლობის რესტარტი - ხელახლა ინიიცირება.
ევროკავშირთან ენერგიის მიწოდების პროექტის ხელმოწერამ, რომელსაც ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ესწრებოდა - პასუხი გასცა ჩვენი ოპონენტების დაუფარავ აგრესიას და უსაფუძვლო კრიტიკას. მეტიც - შეიძლება უკვე ითქვას, რომ ოპონენტების ეს პოლიტიკური თავდასხმები საქართველოზე და ჩვენს ხელისუფლებაზე, მიმართული იყო სწორედ საქართველოსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის და ევროპის უსაფრთხოების წინააღმდეგ.
აქედან გამომდინარე, გამოცანად არავისთვის რჩება, თუ ვის ინტერესებში შედიოდა საქართველოს რეპუტაციის დაზიანება და ანტიევროპულად წარმოჩინება. ოპოზიციას მოუწევს თავი იმართლოს ამის გამო.
საქართველომ დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპული ოჯახის და ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია!"-წერს არჩილ თალაკვაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი