ლევან მამალაძე - ჰააგის სასამართლო საქართველოს ინტერესების აღიარებით დასრულდა. ეს გვაძლევს საშუალებას, სწორედ ახლა მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
651 21 დეკემბერი 2022, 12:51

მივმართავ ყველას, ვისაც მამულიშვილური და პროფესიონალური მოტივაცია ამოძრავებს, შევქმნათ საზოგადოებრივი ინიციატივა „დაიცავი მშვიდობა“! ჩამოვაყალიბოთ კომპეტენტური მოთხოვნები და მივმართოთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პროკურატურას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების და საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების დამდგენი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე წერს. როგორც მამალაძე აღნიშნავს, ჰააგის სასამართლო საქართველოს ინტერესების აღიარებით დასრულდა. ეს გვაძლევს საშუალებას, სწორედ ახლა მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. მისივე თქმით, გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა მთავარი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მოესწროს, სანამ საზღვარგარეთ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ გადაიყვანეს. „სამშობლოს გამყიდველი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს! პასუხი უნდა აგოს ცხინვალისა და კოდორის ჩაბარებაზე, ჩვენი მეომრების მიტოვებაზე, მსხვერპლზე და სამხედრო მარცხზე, საქართველოს მთლიანობის მორღვევაზე, ოკუპანტთან მოღალატეობრივ გარიგებაზე, სტრატეგიული ობიექტების რუსებზე გადაცემაზე, მილიარდობით საეთაშორისო დახმარების გაფლანგვაზე და სხვა მრავალ დანაშაულზე! ჰააგის სასამართლო საქართველოს ინტერესების აღიარებით დასრულდა. ეს გვაძლევს საშუალებას ,სწორედ ახლა მოვითხოვოთ გამოძიების დაწყება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ახლი საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშვიდობა“ იქნება ამის ინიციატორი! დედა ქეთევანის ( ნორა კვიციანის) გარდაცვალებამ, ის ვალდებულება შემახსენა რაც სამშობლოს მოყვარული ყველა მოქალაქის პასუხისმგებლობაა! კვიციანების ოჯახმა და ხეობის მოსახლეობამ, მოიგერია უამრავი ბრძოლა, რუსული შემოტევა და საქართველოს შეუნარჩუნეს კოდორი- აფხაზეთის კარიბჭე. სააკაშვილმა, გმირი მებრძოლები დახოცა , ემზარ კვიციანი დევნილად აქცია, ხოლო ქალბატონი ნორა სამშობლოს დაცვისთვის დააპატიმრა. მალევე კოდორის ხეობა, უახლესი შეიარაღებით, რუსებს უბრძოლველად გადასცა! 2006 წელს კოდორში მშვიდობის მოშლა, 2008 წლის ომის საწინდარი გახდა. ეს საკითხები კომპლექსურად უნდა იქნეს შესწავლილი. გმირი დედა ქეთევანის და თავდადებული მებრძოლების ხსოვნას ვუძღვნით ახალ ინციატივას. სწორედ მშვიდობისთვის გვიწევს ბრძოლა დღეს! დახოცილი მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა, რუსეთის მიერ ოკუპირებული და აღიარებული ტერიტორიები, მოშლილი საქართველოს მთლიანობა და სრული ოკუპაციის საფრთხე, უამრავი დევნილი და სახლ-კარ წართმეული ოჯახი, მაშინდელი ხელისუფლების მიერ ომის დაწყების საერთაშორისო აღიარება, ევროკავშირის რეზოლუციაში ომის დაწყების აღიარება, ოკუპანტისთვის სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, ჯამში კი საქართველოს მარცხი ! ეს არის სააკაშვილის მთავარსარდლობით მოტანილი 2008 წლის აგვისტოს ომის უმძიმესი შედეგები! რა იყო ამგვარი შედეგის მიზეზი?! მაშინდელი ხელისუფლების უგუნურობა თუ სახელმწიფო ინტერესების გაყიდვა და დანაშაული ხალხის წინაშე?! სამხედრო ხელმძღვანელობის შეცდომები თუ გარედან შეკვეთილი, საქართველოს საზიანო გეგმის შესრულება?! ლტოლვილთა უზრუნველყოფისთვის მილიარდობით ფინანსური დახმარების გაფლანგვა თუ ელიტარული კორუფცია?! რუსული ბიზნესის შემოყვანა, თუ სახელმწიფო ქონების ფარული პრივატიზება და წილებში ჩაჯდომა?! ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი და რატომ აქამდე არ იქნა გამოძიებული ქვეყნის წინაშე ჩადენილი მძიმე დანაშაული?! ამ საკითხს ღიად ვაყენებ ქართული საზოგადოების წინაშე, ვინაიდან საქათველოზე ზეწოლა არ ცხრება, მეხუთე კოლონის პროვოკაციები ღვივდება, რომ ქვეყანა სათამაშო მარიონეტად აქციონ და ჩვენთვის დამღუპველ, სხვის სასარგებლო ომში ჩართონ! სანამ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს მარცხის ავტორი-დამნაშავე პირები დაუსჯელნი იქნებიან, საქართველოს ომში ჩართვის მსურველნი არ დაილევა. ამიტომ მივმართავ ყველას ვისაც მამულიშვილური და პროფესიონალური მოტივაცია ამოძრავებს, შევქმნათ საზოგადოებრივი ინიციატივა „დაიცავი მშვიდობა“! ჩამოვაყალიბოთ კომპეტენტური მოთხოვნები და მივმართოთ საქართველოს პარლამენტს და საქართველოს პროკურატურას, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგების და საქართველოს მარცხის გამომწვევი მიზეზების დამდგენი გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით! გამოძიება სწრაფად უნდა დაიწყოს, რათა მთავარი დამნაშავის, მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა მოესწროს, სანამ საზღვარგარეთ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ გადაიყვანეს!

ვინც იცის რა არის ომი, თავის თავზე გამოცადა სისხლისღვრა და უბედურება, ჩვენი ვალდებულებაა მოვითხოვოთ საქართველოს დამარცხების მიზეზების გარკვევა და დამანაშავეთა გამოაშკარავება! ყველა მოქალაქე დაინტერესებული უნდა იყოს დადგინდეს სიმართლე, რათა არ დავუშვათ შეცდომები და არავის მივცეთ უფლება საქართველო გამოიყენოს დამანგრეველ დაპირისპირებაში! ველოდები თქვენ გამოხმაურებას!

სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე PS. ამ საკითხის შესწავლა ლუსტრაციის კარგ საშუალებას შექმნის. თქვენ თვითონ დაინახავთ! ვინც გამოძიების დაწყების საწინააღმდეგოდ გამოხტება, სიმართლის დადგენას რუსულ ნარატივად შერაცხავს, ან მოხელე -ჩინოვნიკი ვინც ხელს შეუშლის ამ პროცესს, საქართველოს საწინააღმდეგო დანაშაულის თანამონაწილე, რუსეთზე მომუშავე პირები იქნებიან!“ - წერს ლევან მამალაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლიზა გეგეჭკორი: პატრიარქის მოსაყდრეს წლებია საჯაროდ და ბინძური მეთოდებით ებრძვიან დედა ეკლესიის მთავარი მტრები - კოლექტიური ნაცმოძრაობა და მათი პროპაგანდისტული მანქანა, გადაახვიეთ არქივი და ნახეთ, რა ხდებოდა ჯერ კიდევ წლების წინ
გამსახურდია მეუფე ზენონზე: 2007 წელს ჩვენი ბიჭები შევიდნენ ძებნილის დასაკავებლად, ზენონის ეპარქიაში. მისთვის ძებნილების შეფარება და სხვა უწესობა, არახალი იყო და არის. მოხდა ისე, რომ ეს ძებნილი ვერ დავიჭირეთ (სავარაუდოდ ამან გააპარა)
ნიკოლოზ სამხარაძე: იუკნევიჩიენეს აქვს რაღაც აკვიატება, შეპყრობილია საქართველოს თემით და დეზინფორმაციას დეზინფორმაციაზე აცხობს
აბაშიძე: აქამდე საქართველოში ჯაშუშების და უცხო ქვეყნის აგენტების დაკავება არ ხდებოდა - ახლა, როდესაც საქართველოს სუვერენიტეტის სიძლიერე დგას ყველაზე მაღალ ნიშნულზე, გვაქვს საშუალება და ძალა, რომ ჩატარდეს მსგავსი ოპერაციები
კოტე ჟღენტი არმაზ ახვლედიანზე: პროფესიონალი მოღალატე, რომელმაც ასლან აბაშიძეს უღალატა შევარდნაძესთან, შევარდნაძეს ნაცებთან, ნაცებს „ოცნებასთან“, „ოცნებას“ ისევ „ნაცებთან“
არქივი