სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებს და თანამემამულეებს გვემუქრებიან, ამჯერად ასპარეზზე ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი გამოაგორეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
717 25 დეკემბერი 2022, 20:57
 მარგინალი უსამშობლოების ნაცსექტა არც კი მალავს, რომ რევანშიზმის ვნებითაა შეპყრობილი. სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებს და თანამემამულეებს გვემუქრებიან, ამჯერად ასპარეზზე ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი გამოაგორეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერის, ანდრო ბარნოვის facebook-სტატუსის შესახებ.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ზნეობის მიღმა მყოფი არარაობების დრო დასრულებულია ქართულ პოლიტიკაში.

„მარგინალი უსამშობლოების ნაცსექტა არც კი მალავს, რომ რევანშიზმის ვნებითაა შეპყრობილი. სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებსა და თანამემამულეებს გვემუქრებიან. ამჯერად ასპარეზზე გამოაგორეს ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი. დესტრუქციულთა ყალბი გზავნილების მამხილებელ მედიას ემუქრება. ხელისუფლებაში არ მოსულან (ვერც ვერასდროს მობრუნდებიან) და დასჯა-ანგარიშსწორების ჟინით არიან აღგზნებულნი.
ზნეობის მიღმა მყოფი არარაობების დრო დასრულებულია ქართულ პოლიტიკაში. მათ მხოლოდ სოცქსელი და ჯიბის მედია დარჩათ, საიდანაც გესლის ნთხევით ყოველდღიურად გვაჩვენებენ თუ როგორი ანტიქართულნი არიან ერთ დროს ხელისუფლებაში მყოფი „ნაკელის ჭიები“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ „როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი