თამარ ჩერგოლეიშვილი: კეზერაშვილისა და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება ნიშნავს ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით" მუქარას
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
653 10 იანვარი 2023, 11:30

გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისა და მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით” მუქარას, - ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„მელიას პირად ჩანაწერებზე:
გაითვალისწინეთ, რომ კეზერაშვილისთვის და
მერაბიშვილისთვის ძალაუფლების დაბრუნება მაგას ნიშნავს - ყველაფრის კადრებას, პირადი ჩანაწერებით ბრძოლას, ადამიანებით ვაჭრობას, „პალაჟენიით” მუქარას (ფორმულას თანამშრომლები უკვე ასე იქცევიან - ბოდიში მოიხადე, თორემ ბევრი მეგობარი გვყავს ჩვენ და ინანებო, ამას წინათ ვიღაცას წერდნენ, ვინც
ერთ-ერთ insecure წამყვანს დასცინა) მედიით მანიპულირებას, კრიტიკოსების დაბლოკვას…
ასეთი ალტერნატივა ბიძინას ვერ მოუგებს ცხადია, ქართულ პოლიტიკურ სხეულში გაჩენილი ფურუნკულის ფუნქციას თუ შეასრულებს …
ასეთ ფურუნკულს ანტიბიოტიკური მკურნალობა და ახალი ალტერნატიული პოლიტიკური წესრიგის დამყარება სჭირდება.

ამას ვაკეთებთ ჩვენ - ევროპული საქართველო.
ახალ პოლიტიკურ წესრიგს ვქმნით ჩვენს სივრცეში და ვაფართოებთ.
ამ სამარცხვინო ცირკზე კომენტირებაც კი გულისამრევია.
(ყველაფერს არ ვამბობ, ისეთი საზიზღარია ორივე მხარე, არ მინდა შემთხვევით რომელიმეს დავეხმარო)“,- წერს ჩერგოლეიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი