რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
620 18 იანვარი 2023, 19:35

რა კითხვას დასვამს „ალტ-ინფო“ და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც რუსეთს გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის დღევანდელ განცხადებას ეხმიანება.

„რა კითხვას დასვამს ალტინფო და რას უპასუხებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ამაზე აქვთ აგებული ხელისუფლების საწინააღმდეგო, დაზეპირებული კამპანია იმ ადამიანებს, რომლებმაც:

რუსეთს - გაუფორმეს საქართველოს 20%-მდე ტერიტორია!

რუსეთს - ხელი მოუწერეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე!

რუსეთს - მიყიდეს საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები!

რუსეთს - მხარი დაუჭირეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გასაწევრიანებლად მაშინ, როდესაც საქართველოს ხმა იყო გადამწყვეტი.

რუსეთს - ცალმხრივად გაუუქმეს სავიზო რეჟიმი!

რუსებს - პირადად ხვდებოდნენ ლარსის საბაჟო გამშვებ პუნქტზე და აპიარებდნენ ამ ამბავს!

რუსეთსაც - გაუწიეს ანგარიში საქართველოში კონტრაბანდულად შემოპარვისას!

რუსეთთან - არ დაწვეს ხიდები სხვა მიმართულებებიდან პირდაპირი დავალებების შესრულების მიუხედავად!

რუსებისგან - იღებენ შემოსავალს, - ქირას თუ დაფინანსებას პირდაპირ ფედერალური ბიუჯეტიდანაც კი!

ერთადერთი, რასაც ისინი რუსეთის წინააღმდეგ აკეთებენ, ეს მხოლოდ ისტერიული ლაპარაკი და ლანძღვა-გინებაა!

პ. ს. რუსეთისგან - არ უნდათ სანქციების მოხსნა ფრენებზე, რომელიც მილიონამდე ჩვენი თანამემამულისთვის დიდი შეღავათი იქნება!

საბედნიეროდ ქართული საზოგადოების უდიდეს უმრავლესობას ის ადამიანები შეადგენენ, ვისი მოტყუებაც შეუძლებელია!..“ - წერს მამუკა მდინარაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველო, როგორც პრაქტიკულად ყველა სხვა ქვეყანა ზეწოლას განიცდის დასავლეთის მხრიდან, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისკენ მიერთებას ითხოვს.

„საქართველოს უნარი წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის ღია ზეწოლას ანტირუსულ სანქციებთან შეერთებაზე, პატივისცემას იმსახურებს“, - განაცხადა მან და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთი საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას მალე შეძლებს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი