დავით ქართველიშვილი: ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
620 23 იანვარი 2023, 13:58
„შესაძლოა ჩვენი "ლოკალური ომის პარტიის" მიერ საკუთარი არა - ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს - მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“- წერს სოციალურ ქსელში  „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანი. 


„ბევრი გვიფიქრია, საქართველოს წინააღმდეგ უკვე ფაქტიურად ღიად წარმოებული ჰიბრიდული ომის ამ კომპონენტს - დეზინფორმაციას, ცილისწამებას, სიცრუეს - როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ. მხოლოდ მხილება, უტყუარი ფაქტებით აპელირება საკმარისი არაა. 
აუცილებლად მოხდება ჩვენი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება იმ მიმართულებით, რომ სახელმწიფოს, მისი ინსტიტუტების დისკრედიტაცია, მათთვის სარეპუტაციო ზიანის მიყენება - როგორც მინიმუმ ძვირადღირებული ფუფუნება უნდა გახდეს, როგორც მაქსიმუმ სისხლის სამართლებრივი პასუხისგებლობის საგანი.
შესაძლოა ჩვენი "ლოკალური ომის პარტიის" მიერ საკუთარი არა - ჩვენი (!) სამშობლოს წინააღმდეგ CNN-ის ჩართვა სამართლებრივი პასუხისგების საკითხის წამოწევის თვალსაზრისით, პროცედურულად გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდეს - მაგრამ ყველა ადგილობრივი ფეიკ-მედია რესურსი, რომელიც სახელმწიფოს ამ დამაზიანებელი ცილისწამების ტირაჟირებით და გავრცელებით დაკავდება, ყველას უნდა ვაგებინოთ პასუხი!“- წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი