რომან გოცირიძე - საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ შესაძლებელია, მეტწილი პასუხისმგებლობა გამარჯვებულ მხარეს ეკისრება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
525 31 იანვარი 2023, 10:25

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, რომან გოცირიძე ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

როგორც რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, პროცესი უდროო დროს იყო წამოწყებული, რითაც პარტია დაზიანდა.

„ამ უდროო დროს გრიპი შემეყარა და ვერ ვახერხებ ჩემი პოზიციის გამოხატვას ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ტელეეთერიდან. ესაა უარის თქმის მიზეზი და არა ის, რომ სათქმელს გავურბივარ. პირველ რიგში, მინდა, მივულოცო გამარჯვებულ მხარეს და პირადად ლევან ხაბეიშვილს. ასევე, მინდა, აღვნიშნო დამარცხებული მხარის და პირადად ნიკა მელიას ღირსეული რეაგირება მარცხზე.

როგორ გამოვიდა ამ პროცესიდან პარტია, გაძლიერებული თუ დაზიანებული? რა თქმა უნდა, დაზიანებული. ხატოვნად რომ წარმოვიდგინოთ, ვთქვათ, გვაქვს სასწორის პინაზე დასადები ათი გირი. პლუს ნიშანზე დავდებდი ორს, მინუს ნიშანზე რვას. რა არის ეს ორი დადებითი მოვლენა, რომელიც აქტივში შეიძლება ჩაიწეროს? თავად მრავალათასიანი არჩევნების ჩატარების ფაქტი და გამოყენებული ტექნოლოგიები, რომელიც უპრეცედენტოა ქართულ პოლიტიკაში, ასევე რიგგარეშე არჩევნების ჩატარების გარდაუვალობა, რომელსაც წინ უძღოდა მედიაშტურმი, სოციალური ქსელებით აქტივობა და იძულების შიდა თუ გარეპარტიული ბერკეტების გამოყენება, ინტრიგები, სადაც პირადი ინტერესებიც იყო რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის ერთ-ერთი მოტივატორი. რა არის ამაში კარგიო, იკითხავთ ალბათ. კარგი არ არის, მაგრამ გადაწყვეტილების მიღებაზე ზემოქმედების ხერხებიც დასავლური პოლიტიკური ცხოვრების შემადგენელი ნაწილია. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის სუფთად არ ხდება და არც ჩვენთან განვითარებული მოვლენები იყო ამისგან თავისუფალი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს პროცესი წამოწყებული იყო უდროო დროს და პარტიის მართვის სადავეების ხელში ჩაგდებით უფრო იყო მოტივირებული, ვიდრე არსებული პრობლემების მოგვარებას ემსახურებოდა. მიუხედავად ამისა, მომხდარი ფაქტი მაინც შეიძლება შეფასდეს ხარვეზიანად, მაგრამ მაინც შიდაპარტიული დემოკრატიის გამოვლინებად, რაც უცხოა ჩვენი პოლიტიკური ცხოვრებისათვის. ერთმმართველობის პირობებში ეს შეუძლებელი იქნებოდა და არც მომხდარა მსგავსი რამ საქართველოში დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე. უარყოფით მოვლენად შეიძლება ჩავთვალოთ ღრმა განხეთქილება პარტიის „ლიდერშიფში“, აქტივსა და მხარდამჭერებს შორის.

საარჩევნო კამპანიის განმავლობაში მიყენებული ჭრილობების მოშუშებას უნდა დრო, სურვილის ქონა და დიდი მონდომება, თუკი ეს საერთოდ არის შესაძლებელი.

იქნება თუ არა ეს პიროსის გამარჯვება, თუ მოხერხდება კრიზისის დაძლევა, რეპუტაციული ზიანის ჩამორეცხვა და საპარლამენტო არჩევნებამდე ჯანსაღი ვითარების აღდგება, ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. ამ საქმეში მეტწილი პასუხისმგებლობა გამარჯვებულ მხარეს ეკისრება“, – წერს რომან გოცირიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ქართველიშვილი: ჩინეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, მას ესაუბრება პატივისცემის, სტატუსისა და პრაქტიკული ინტერესის ენით, მაშინ როცა ბრიუსელიდან თბილისი წლების განმავლობაში ისმენს მორალისტური, უსამართლო და ანტიქართული რიტორიკის მუდმივ ნიაღვარს
დავით ქართველიშვილი On.ge - ზე: ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს არანაირი ონლაინ მედია, ყველა ერთად და თითოეული ცალ-ცალკე არიან "ვებ - გვერდიანი NGO - ები" და ზუსტად იგივე მავნებლურ როლს ასრულებენ ქვეყნისთვის
შალვა პაპუაშვილი გალერის განცხადებაზე: ამგვარი ბრიყვული, დეჰუმანიზებაზე მიმართული ენის გამოყენება საქართველოს ლიდერებს კი არ ამცირებს, არამედ აზიანებს იმ ქვეყნის იმიჯს, რომელსაც ეს პოლიტიკოსი წარმოადგენს
დავით ქართველიშვილი: მიხაელ გალერი ევროპარლამენტის ტიპიური "ცოფიანი ქოფაკია", რომლის ყოველი ანტიქართული გამოხტომა იმის კარგი ინდიკატორია, რომ საქართველო სწორ პოლიტიკურ კურსს ატარებს
საინტერესოა ამ განცხადების ავტორს, გიული ალასანიას ფეხის ჩვარს, მაიკ გალერს იმ ემიგრანტმა აგენტმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფარულად საქართველოს მოქალაქეობა ხომ არ მიანიჭა, ასე უტიფრად რომ ერევა ჩვენი ქვეყნის საქმეებში
არქივი