ზურაბ ქადაგიძე: უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
590 11 თებერვალი 2023, 13:11
„უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით არის დაკავებული“- წერს „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე, რითაც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის ამერიკის ხმასთან მიცემულ ინტერვიუს ეხმიანება, რომელიც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პასუხობს.
ქადაგიძე აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გაგცემთ პასუხს უკრაინელი ხალხი. „ჯერ იყო და ირაკლი კობახიძეს თავს დაესხნენ ქართველი რადიკალი გიენები, მაგრამ ნახეს რა, რომ არაფერი გამოუვიდათ, დასახმარებლად უკრაინელ უსამშობლოებს უხმეს. ამერიკის ხმის და პოდოლიაკის "გასაუბრება" არაფერია, თუ არა სიყალბის და ტყუილების ტირაჟირება. ამ ყველაფერს ქართველი ხალხი ძალიან კარგად ხედავს. ცალკე უბედურებაა, რომ უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ქვეყნის კატასტროფულ მდგომარეობაზე ფიქრობდეს და დარდობდეს, საკუთარ ხალზე ზრუნვაში ათენებდეს და აღამებდეს, იცლის და სიცრუის ტირაჟირებით და ჟურნალისტებთან პოზირებით არის დაკავებული.
ამ ყველაფრისთვის აუცილებლად გაგცემთ პასუხს უკრაინელი ხალხი, ჯერ სად ხართ...“- წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი