ირაკლი კობახიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
594 12 თებერვალი 2023, 16:43
ხვიჩა კვარაცხელიას ვულოცავ დაბადების დღეს! - "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეს ულოცავს.

"უფროსი თაობისგან გვსმენოდა, როგორ ელოდა მთელი საქართველო კვირიდან კვირამდე მიშა მესხის თამაშს, თამაშის დროს კი, მესხის მიერ ბურთის თითოეულ მიღებას, რადგან ყველამ იცოდა, რომ მას მოედანზე მარცხენა ფლანგიდან ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის, გამორჩეული საფეხბურთო სილამაზის შექმნა შეეძლო. დღეს ეს განცდა, რომელიც ჩვენმა თაობამ მხოლოდ გადმოცემით იცოდა, ხვიჩა კვარაცხელიამ მთელი სიმძაფრით გაგვიცოცხლა და გვაჩუქა.

ხვიჩა საქართველოს და ქართულ ფეხბურთს სახელს უთქვამს მსოფლიო მასშტაბით და ამას ის განსაკუთრებული პატრიოტიზმით, საკუთარი ქვეყნის გამორჩეული სიყვარულით აკეთებს.

ხვიჩას ვუსურვებ უდიდეს წარმატებებს, რომლებსაც ის იმსახურებს როგორც გამორჩეული ფეხბურთელი და ასეთივე გამორჩეული ადამიანი!" - წერს ირაკლი კობახიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დიმიტრი სამხარაძე: ირაკლი კობახიძე იყო პარლამენტის თავმჯდომარე. მან აიღო საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გუნდი დაიცვა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ვერ შეძლებდა! დარჩა, გახდა უმრავლესობის ლიდერი და ყველაზე რთულ არჩევნებში იყო საარჩევნო შტაბის უფროსი, რომელმაც მარტივ მამრავლებად აქცია საქართველოში ოპოზიცია
გია აბაშიძე: ხაზარაძის „სბერკასამ“, TBC ბანკმა გარეწარ გიორგი კალატოზს, ლეიკიემიან ბავშვებზე ვითომ ხუმარას, სოლიდარობა გამოუცხადა სოცქსელში „დაბუსტვით“ - არავის გაუჩნდა პროტესტი ამ ფინანსურ ინსტიტუტში?!
„ონკოლაინ ჯორჯიას“ დამფუძნებელი ლეიკემიით დაავადებულთა დისკრედიტაციაზე: პროექტის სპონსორია TBC, 1 თეთრი ვერ აღმოგაჩნდათ პაციენტთა ორგანიზაციისთვის და ეს არის თქვენი პრიორიტეტი, ჩვენდამი “ასეთი ხუმრობები”?
დავით ქართველიშვილი: საქართველო სულ უფრო ხშირად ხდება მომავლის განხილვის ადგილი, მაშინ, როდესაც მისი ყველაზე შეურიგებელი კრიტიკოსები კვლავ მის აწმყოსთან ბრძოლით არიან დაკავებულნი
დავით ჩიხელიძე: გიორგი კალატოზის მხრიდან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ხუმრობა ყოველგვარ ადამიანურ და მორალურ ჩარჩოს სცდება
არქივი